From Wikipedia, the free encyclopedia
გენუა (იტალ. Genova [ˈdʒɛːnova]) — ქალაქი ჩრდილო იტალიაში, გენუის ყურის (ლიგურიის ზღვა) ნაპირზე. უკავია 30 კმ სირგძის ვიწრო სანაპირო ზოლი (იტალიის რივიერა). გენუის პროვინციისა და ლიგურიის ოლქის მთავარი ქალაქი. 582 320 ათასი მცხოვრები (2012). ქალაქ-თანამგზავრებთან ერთად ქმნის ურბანიზებულ რაიონს — დიდ გენუას.
გენუა Genova | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
---|---|---|---|---|---|
რეგიონი | ლიგურია | ||||
პროვინცია | გენუა | ||||
კოორდინატები | 44°24′00″ ჩ. გ. 8°55′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Marco Bucci | ||||
ფართობი | 240.29 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 20 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 558 745 (1 იანვარი, 2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 010 | ||||
საფოსტო ინდექსი | 16100 | ||||
საავტომობილო კოდი | GE | ||||
ოფიციალური საიტი | comune.genova.it | ||||
ძველად გენუა ლიგურების დასახლება იყო. ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს და რომის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ნავსადგური გახდა. ადრინდელი შუა საუკუნეებში მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. ლანგობარდების დროს (641 წლიდან) გენუა იყო საჰერცოგოს, ხოლო IX საუკუნიდან სამარკგრაფოს ცენტრი. XI საუკუნეში, ტირენის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის არაბებისაგან განთავისუფლების შემდეგ, გენუა გაცხოველებულ ვაჭრობას იწყებს სამხრეთ იტალიასთან, სიცილიასთან, ესპანეთთან, აფრიკასთან. ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობამ გენუა უძლიერეს სამხედრო-საზღვაო სახელმწიფოდ აქცია. XII საუკუნეში გენუა წარმოადგენდა ქალაქ-კომუნას. გენუის მთავარი მეტოქეები იყვნენ პიზა და ვენეცია.
2007 წლის მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილებით ქალაქი გაყოფილია 9 რაიონად.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.