From Wikipedia, the free encyclopedia
ალბერტო კენია ფუხიმორი (ესპ. Alberto Ken'ya Fujimori, იაპონ. 藤森 謙也, Fujimori Ken'ya, ან アルベルト・ケンヤ・フジモリ: [aɾɯbeɾɯto keɴ̩ja ɸɯʥimoɾi]; დ. 28 ივნისი 1938, ლიმა, პერუ — გ. 11 სექტემბერი, 2024) – პერუს პრეზიდენტი და დიქტატორი 1990–2000 წლებში.
ალბერტო კენია ფუხიმორი | |
პერუს პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივნისი 1990 – 22 ნოემბერი 2000 | |
წინამორბედი | ალან გარსია პერესი |
მემკვიდრე | ვალენტინ პანიაგა |
დაბადებული | 28 ივნისი 1938 ლიმა, პერუ |
გარდაცვლილი | 11 სექტემბერი, 2024 ლიმა, პერუ |
მეუღლე | სუსანა იგუჩი (განქორწინებულია) სატომი კატაოკა |
რელიგია | კათოლიკე |
ალბერტო ფუხიმორი დაიბადა 1938 წელს ლიმაში, იაპონელი ემიგრანტების ოჯახში, პროფესიით აგრონომია, 1960 წელს დაამთავრა პერუს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი, 1984 წელს კი მისი რექტორი გახდა. იგი სწავლობდა ასევე აშშ–სა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში. 1988 წლიდან მიჰყავდა სატელევიზიო შოუ პერუს სახელმწიფო არხზე.
1990 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ცნობილი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა და საკუთარ დაბადების დღეზე დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 1995 წელს აირჩიეს მეორე საპრეზიდენტო ვადით, ამ არჩევნებში დაამარცხა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ პერეს დე კუელიარი. 2000 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო აქციები, 13 ნოემბერს ფუხიმორი გაემგზავრა ბრუნეიში ასეანის ყრილობაზე და ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. სულ მალე ჩავიდა იაპონიაში, სადაც გადადგომის შესახებ განაცხადა.
2005 წელს განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2005 წლის 7 ნოემბერს გაემგზავრა ჩილეში, სადაც დააპატიმრეს და 2007 წლის 23 სექტემბერს მოახდინეს მისი ექსტრადირება პერუში. 2007 წლის 11 დეკემბერს პერუს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 92 ათასი დოლარის ჯარიმა. მისმა ქალიშვილმა კეიკო ფუხიმორიმ, პერუს პარლამენტის ყოფილმა წევრმა მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული გადაწყვეტილება. 2009 წლის აპრილში კი ალბერტო ფუხიმორის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
იაპონურის გარდა ლაპარაკობს ესპანურად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.