ალბანეთის საგარეო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბანეთის საგარეო ურთიერთობები წარმოადგენს ალბანეთის ურთიერთობებს სხვა მთავრობებთან და ხალხებთან. ალბანეთი საგარეო პოლიტიკაში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ინარჩუნებს კომპლემენტარიზმის პოლიტიკას, რა დროსაც ცდილობს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან. სახელმწიფოს, მსოფლიოს 115 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.
ალბანეთი 48-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ნატოს, ევროპის საბჭოს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეუთოს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ფრანკოფონიის.
ალბანეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორებია, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მოსახლეობა, ეკონომიკური კრიზისი და ალბანელების დიასპორა მთელ მსოფლიოში. ერი კონცენტრირებულია შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები მის ბალკანელ მეზობლებთან, ასევე ხელმისაწვდომობა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების ინსტიტუტებზე და დაიცვას მჭიდრო კავშირები აშშ-სთან.