ფრანკოფონია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანკოფონია (ფრანგ. La Francophonie) — მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. აერთიანებს 57 ქვეყანას, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს ან სახელმწიფოს გარკვეულ ნაწილებს, ასევე 23 დამკვირვებელს[3]. ორგანიზაციაში შესვლის მთავარ კრიტერიუმად ითვლება არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის ფრანგული ენის ფლობის დონე (თუმცა ეს მისასალმებელი ფაქტორია), არამედ, კულტურული კავშირები საფრანგეთთან, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე ათეული წლების, ასევე საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლები არიან. ფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. ორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა“ (ფრანგ. „égalité, complémentarité, solidarité“).
ფრანკოფონია | |
---|---|
დევიზი | «თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა» |
შეიქმნა | 1970 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | intergovernmental organization[1] |
წევრები |
54 წევრი სახელმწიფო 3 ასოცირებული წევრი 23 დამკვირვებელი (სულ: 80) |
ენა | ფრანგული |
მდივანი | მიკაელ ჟანი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
კავშირები | Open Education Global[2] |
https://www.francophonie.org/, https://www.francophonie.org/francophonie-brief-1763, https://www.francophonie.org/la-francofonia-en-pocas-palabras-1771, https://www.francophonie.org/la-francophonie-en-bref-arabe-1734 და https://www.francophonie.org/francofonia-em-resumo-1772 |