მრავალპარტიული სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
სისტემისთვის საჭიროა მრავალპარტიული სისტემა — პოლიტიკური სისტემა, რომლის დროსაც ბევრ პოლიტიკურ პარტიას კენჭს უყრიან პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ეროვნულ არჩევნებზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს კონტროლი სახელმწიფო უწყებებში, ცალ-ცალკე ან კოალიციურად.[1] ერთპარტიული დომინანტური და ორპარტიული სისტემის გარდა, მრავალპარტიული სისტემები მეტი პოპულარობით სარგებლობენ და შესაბამისად უფრო მეტად გვხვდება საპარლამენტო სისტემებში, ვიდრე საპრეზიდენტო სისტემებში. ასევე ბევრად უფრო ხშირია ამგვარი სისტემის ნახვა იმ ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ პროპორციული წარმომადგენლობის სისტემას და ნაკლებად ისეთ ქვეყნებში, რომლებიც გამარჯვებული იღებს ყველაფერს პრინციპით ატარებს არჩევნებს. არჩევნებში, როგორც წესი, არჩევნებში მონაწილეობს რამდენიმე კონკურენტული პარტია და ყველა მათგანს აქვს მთავრობის ფორმირების გონივრული შანსი.
„გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ სისტემის დრო საჭიროა მხარდაჭერა ფართოდ კონცენტრირებული ტერიტორიებიდან რათა საკანონმდებლო ორგანოში მოპოვებული ადგილები ჩითვალოს მოსახლეობის რეპრეზენტატულად. პროპორციული წარმომადგენლობის დროს უკეთესად და შესაბამისად პირდაპირ პროპორციულად აისახება მოსახლეობის შეხედულებები. პროპორციულ სისტემებს შეიძლება ჰქონდეთ მრავალ კანდიდატიანი ოლქი, სადაც ერთზე მეტი წარმომადგენელია არჩეული ამ ოლქიდან საკანონმდებლო ორგანოში. ასეთ სისტემებს ასევე ახასიათებს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი პარტიები. დუვერგერის კანონში ნათქვამია, რომ სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური პარტიების რაოდენობა არის ერთს პლიუს ადგილების რაოდენობა უბანზე.
არგენტინა, სომხეთი, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლიბანი, მალდივები, მექსიკა, ნეპალი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, ესპანეთი, შრი-ლანკა, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი, ტუნისი და უკრაინა არიან იმ ერების მაგალითები, რომლებიც იყენებენ ე.წ. მრავალპარტიულ სისტემას ეფექტურად საკუთარ დემოკრატიაში. ამ ქვეყნებში, როგორც წესი, არცერთ პარტიას არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ამის ნაცვლად, მრავალი პოლიტიკური პარტია იძულებულია შექმნას კომპრომისული კოალიციები, რათა მოხდეს ბლოკის შექმნა და ლეგიტიმური მანდატის მოპოვება.