უკრაინა
ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში / From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.
უკრაინა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Ще не вмерла України ні слава, ні воля |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კიევი 50°27′ ჩ. გ. 30°30′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | უკრაინული | |||||
მთავრობა | ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ვოლოდიმირ ზელენსკი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | დენის შმიგალი | ||||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | რუსლან სტეფანჩუკი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 603 628 კმ2 (44-ე) | ||||
- | წყალი (%) | 7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2023 შეფასებით | 43 057 460 (35-ე) | ||||
- | 2001 აღწერა | 48 457 102 | ||||
- | სიმჭიდროვე | 78 კაცი/კმ2 (115-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასებით | |||||
- | სულ | $390.340 მილიარდი (47-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9,280 (111-ე) | ||||
აგი (2018) | 0.751 (საშუალო) (88-ე) | |||||
ვალუტა | გრივნა (UAH ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | UKR | |||||
Internet TLD | .ua | |||||
სატელეფონო კოდი | 380 |
შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა კიევის რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.
უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა — 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე — სუბტროპიკული.
უკრაინა უნიტარული, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45,4 მილიონს, მათ შორის 77,8 % უკრაინელია, 17,3 % კი - რუსი; ასევე ცხოვრობენ რუმინელები/მოლდოველები, ბელარუსები, ყირიმელი თათრები, უნგრელები. ოფიციალური ენა უკრაინულია, თუმცა რეგიონალური მასშტაბით ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგია მართლმადიდებლობაა, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უკრაინულ არქიტექტურაზე, ლიტერატურასა და მუსიკაზე.