ერაყის ომი[კომ 1] — ომი რომელიც დაიწყო 2003 წელს მულტი ნაციონალური კოალიციის ერაყში შეჭრით, აშშ-ის ხელმძღვანელობით სადამ ჰუსეინის ძალაუფლებიდან ჩამოგდების მიზნით. კონფლიქტი გაგრძელდა ათწლეულის ბოლომდე, მას შემდეგ რაც ერაყელი მეამბოხეები შეეწინააღმდეგნენ კოალიციის ოკუპაციის ძალებს და ერაყის ახალ შიიტურ მთავრობას.[57] კონფლიქტის, პირველ სამ-ოთხ წელში დაახლოებით 151 000-600 000 ერაყელი დაშავდა ან გარდაიცვალა. აშშ-მ ძალები ერაყიდან ოფიციალურად 2011 წელს გამოიყვანა, თუმცა სირიის სამოქალაქო ომის და ისლამური სახელმწიფოს გაფართოების შემდეგ, 2014 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ შეიარაღებული ძალების ერაყში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ყოფილი სამხედრო აიყვანეს როგორც თავდაცვის კონტრაქტორები და პირადი სამხედრო კომპანიები.[58][59] აშშ 2014 წელს ერაყში დაბრუნდა როგორც ახალი კოალიციის მეთაური. 2003 წელს ერაყში შეჭრა განხორციელდა როგორც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ტერორზე ომის ნაწილილი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.[60]
სწრაფი ფაქტები ერაყის ომი, თარიღი ...
ერაყის ომი |
---|
ერაყის კონფლიქტის და ტერორზე ომის ნაწილი |
საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით ზემოდან: ამერიკელი სამხედროეი უდეი და ქუსეი ჰუსეინების სამალავთან; მეომბოხეები ჩრდილოეთ ერაყში; ერაყელი მეამბოხეები ისვრიან MANPADS-ს; სადამ ჰუსეინის ქანდაკების ჩამოგდება ფირდოს მოედანზე |
თარიღი |
2003 წლის 20 მარტი — 2011 წლის 18 დეკემბერი (7 წელი, 9 თვე, 4 კვირა და 1 დღე) |
---|
მდებარეობა |
ერაყი |
---|
შედეგი |
|
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
|
დანაკარგები |
---|
ირაყის უსაფრთხოების ძალები (სადამის შემდეგ)
მოკლული: 17 690[24]
დაჭრილი: 40 000+[25] კოალიციის ძალები მოკლული: 4 815[26][27] (4 496 აშშ[28] 179 დიდი ბრიტანეთი[29] 3 საქართველო[30] 136 სხვები)[26] დაკარგულები ან ტყვედ ჩავარდნილები (აშშ): 17 (9 გარდაიცვალა ტყვეობაში, 8 გადარჩენილი იქნა)[31] დაჭრილი: 32 776+ (32 252 ამერიკელი,[28] 315 ბრიტანელი, 212+ სხვა[32])[33][34][35][36]
დაშავებული, დაავადებული და სხვა: 51 139 (47 541 აშშ,[37] 3 598 დიდი ბრიტანეთი)[33][35][36] კონტრაქტორები მოკლული: 1 554[38][39] დაჭრილი და დაშავებული: 43 880[38][39] გამოღვიძების საბჭო მოკლული: 1 002+[40] დაჭრილი: 500+ (2007 წელს),[41] 828 (2008 წელს)[42]
სულ მოკლილი: 25 285 (+12 000 მოკლული პოლიციელი 2003-2005 წლებში) სულ დაჭრილი დაშავებული და დაავადებული 172 123+ |
მოკლული ერაყელი მებრძოლები (2003 წლის შეჭრის პერიოდი): 5 388–10 800[43][44][45] მეამბოხეები (სადამის შემდეგ) მოკლული: 26 544 (2003–2011 წლებში)[46] (4 000 მოკლული უცხოელი 2006 წლის სექტემბრისთვის)[47] დატყვევებულები: 12 000[48] 119 752 დაკავებული მეამბოხე (2003-2007 წლებში)[49] სულ გარდაცვლილი: 31 608–37 344 |
სავარაუდო გარდაცვალებები: ლანცეტის კვლევა** (2003-2006 წლები): 654 965[50][51] ერაყის საუჯახო ჯანდაცვის კვლევა*** (2003-2006 წლები): 151 000[52] PLOS-ის სამედიცინო კვლევა**: (2003-2011 წლები): 405 000, დამატებით 55 000 გამორჩენილი გარდაცვალება ემიგრაციის შედეგად[53] Documented deaths from violence: ერაყის ცხედრების დათვლის პროექტი (2003-2011 წლები): 103 160–113 728 სამოქალაქო გარდაცვალება[54] და 12 438 ახალი გარდაცვალება ერაყის ომის დოკუმენტების გაჟონვიდან[55] Associated Press (2003-2009 წლები): 110 600[56] |
|
* მოიცავს „დაშავებულებს, დაავადებულებს ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის მქონე პირებს“: მოითხოვდა საჰაერო ტრანსპორტირებას. დიდი ბრიტანეთის რიცხვები მოიცავდა „აროდრომით ევაკუაციებს“. ** სრული სიკვდილიანობა: შედის ყველა დამატებითი გარდაცვალება უკანონობის, განადგურებული ინფრასტრუქტურის, ცუდი ჯანდაცვისა და სხვა ფაქტორებისაგან *** მხოლოდ ძალადობრივი გარდაცვალებები – არ ითვლის გარდაცვალებებს უკანონობის, განადგურებული ინფრასტრუქტურის, ცუდი ჯანდაცვისა და სხვა ფაქტორებისაგან. |
|
ერაყის ომი ვიკისაწყობში |
დახურვა
2002 წლის ოქტომბერში, აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტ ჯორჯ უოლკერ ბუშს მისცა უფლება გამოეყენებინა სამხედრო ძალა ერაყის წინააღმდეგ, თუ ის ასე გადაწყვეტდა.[61] ერაყის ომი დაიწყო 2003 წლის 20 მარტს,[62] როდესას აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კოალიციის სხვა მოკავშირეებმა დაიწყეს დაბომბვების კამპანია „შოკი და შიში“. ერაყის შეიარაღებული ძალები მალევე დამარცხდნენ და კოალიციის ძალებმა სრულიად ერაყის ოკუპაცია მოახერხეს. 2003 წლის ერაყში შეჭრას მოჰყვა ბაათისტური მთავრობის დაცემა, ოპერაცია წითელი განთიადისას სადამ ჰუსეინის დაპატიმრება და 2006 წელს მისი სიკვდილით დასჯა. სადამ ჰუსიეინის მიერ დატოვებულ პოლიტიკური ძალაუფლების ვაკუუმს და კოალიციის დროებითი მმართველობის არაეფექტურობამ გამოიწვია ერაყის 2006-2007 წლების სამოქალაქო ომი, სადაც ერთმანეთს ებრძოდნენ შიიტური, სუნიტური დაჯგუფებები და კოალიციის ძალები. ბევრ ძალადობრივი მეამბოხეების დაჯგუფებებს მხარს უჭერდნენ ირანი და ალ-კაიდა. აშშ-მ სამოქალქო ომის წამოწყებას უპასუხა 170 000 სამხედრო ერაყში გადაყვანით 2007 წელს.[63] სამხედროების რაოდენობის გაზრდამ გაზარდა ერაყის მთავრობის და შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლი და ბევრი ჯორჯ უოლკერ ბუშის ამ გადაწყვეტილებას დიდ წარმატებად მიიჩნევდა.[64] აშშ-ის სამხედროების მიერ ერაყის დატოვება დაიწყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყი ფორმალურად 2011 წლის დეკემბერში დატოვეს.[65]