სალვადორი
From Wikipedia, the free encyclopedia
სალვადორი (ესპ. República de El Salvador) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში; ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა რეგიონში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სან-სალვადორი. ქვეყნისა და ცენტრალური ამერიკის მასშტაბით ასევე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ქალაქებია სანტა-ანა და სან-მიგელი. სალვადორს სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, დასავლეთით — გვატემალა, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — ჰონდურასი. უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი მდებარეობს ფონსეკის ყურის სანაპიროზე, ნიკარაგუის მოპირდაპირე მხარეს. 2009 წლის მონაცემებით, სალვადორის მოსახლეობა დაახლოებით 5 744 113 ადამიანს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილიც მეტისები არიან.[3]
სალვადორის რესპუბლიკა República de El Salvador სალვადორი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Dios, Unión, Libertad“ „ღმერთი, ერთობა, თავისუფლება“ |
||||||
ჰიმნი: Himno Nacional de El Salvador |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სან-სალვადორი 13°40′ ჩ. გ. 89°10′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა[1][2] | |||||
- | პრეზიდენტი | მაურისიო ფუნესი | ||||
- | ვიცე–პრეზიდენტი | სალვადორ სანჩეს სერენი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 21 040 კმ2 (153-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1,4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2018 შეფასებით | 6 134 000[3] (99-ე) | ||||
- | აღწერა | 6,420,746 | ||||
- | სიმჭიდროვე | 341,5 კაცი/კმ2 (47-ე) | ||||
მშპ (მუპ) | შეფასებით | |||||
- | სულ | $44 576 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 7549 | ||||
აგი (2010) | 0,659 (საშუალო) (90-ე) | |||||
ვალუტა | აშშ დოლარი; ბიტკოინი (USD; BTC ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | SLV | |||||
Internet TLD | .sv | |||||
სატელეფონო კოდი | +503 |
1892–2001 წლებში სალვადორის ეროვნული ვალუტა იყო კოლონი, სანამ მას ამერიკული დოლარი ჩაანაცვლებდა.
2010 წელს სალვადორი ლათინური ამერიკის ათი მოწინავე ქვეყნის რიცხვში შედიოდა ადამიანის განვითარების ინდექსის თვალსაზრისით, ცენტრალური ამერიკის რეგიონში კი სამეულში. ეს ფაქტი ძირითადად განპირობებულია მიმდინარე სწრაფი ინდუსტრიალიზაციით. 1992–2010 წლებში სალვადორის ტერიტორიის დაახლოებით 20 % დაფარული იყო ტროპიკული და შერეული ტყეებით და მიეკუთვნებოდა იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვს, რომლებიც წვიმის ტყეებითაა დაფარული.[5]