ჰონგ-კონგი
ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong; ჩინ.: 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი[13] — ქალაქი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე და მოქცეულია ჯუძიანის დელტასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის[14]. ჰონგ-კონგი ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა[15]. ჰონგ-კონგის მოსახლეობის 93.6% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 6.4%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი[16]. ჰონგ-კონგის კანტონურად მოლაპარაკე უმრავლესობა მეზობელი კანტონის (ამჟამად გუანდუნი) პროვინციდანაა[17], რომელიც ომსა და ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს გამოექცა 1930-1960 წლებში[18][19][20][21].
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 中華人民共和國香港特別行政區 ჰონგ-კონგი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: „მოხალისეთა მარში“[1] |
||||||
ქალაქის ყვავილი Bauhinia blakeana (洋紫荊) |
||||||
ჰონგ-კონგის მდებარეობა
|
||||||
ოფიციალური ენა | ||||||
აღიარებული რეგიონული ენები | კანტონური[3] | |||||
ოფიციალური დამწერლობა[4] | ტრადიციული ჩინური თანამედროვე ინგლისური |
|||||
ეთნიკური ჯგუფები (2021) | 91.6% ჩინელი 2.7% ფილიპინელი 1.9% ინდონეზიელი 0.8% თეთრები 0.6% ინდოელი 0.4% ნეპალელი 2% სხვა[5] |
|||||
ეთნოქორონიმი |
|
|||||
მთავრობა | სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი[ა] |
|||||
- | ადმინისტრაციის მეთაური | ჯონ ლი | ||||
- | ადმინისტრაციის მთავარი მდივანი | ერიკ ჩანი | ||||
- | საკანონმდებლო საბჭოს პრეზიდენტი | ენდრიუ ლეუნგი | ||||
- | მთავარი მოსამართლე | ენდრიუ ჩეუნგი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | საკანონმდებლო საბჭო | |||||
ისტორია | ||||||
- | ბრიტანეთის მფლობელობა | 26 იანვარი, 1841 | ||||
- | ნანკინის ხელშეკრულება | 29 აგვისტო, 1842 | ||||
- | პეკინის კონვენცია | 18 ოქტომბერი, 1860 | ||||
- | პეკინის მეორე კონვენცია | 1 ივლისი, 1898 | ||||
- | იაპონური ოკუპაცია | 25 დეკემბერი, 1941-დან 15 აგვისტო, 1945-მდე |
||||
- | გაერთიანებული სამეფოსგან სუვერენიტეტის გადაცემა |
1 ივლისი, 1997 |
||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 754,97[6] კმ2 (168-ე) | ||||
- | წყალი (%) | 59,70% (1 644,79 კმ²)[6] |
||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2022 შეფასება | 7 333 200[7] | ||||
- | 2021 აღწერა | 7 413 070[8] | ||||
- | სიმჭიდროვე | 6 801[9] კაცი/კმ2 (მე-4) | ||||
მშპ (მუპ) | 2023 შეფასება | |||||
- | სულ | $544,735 მილიარდი[10] (47-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $74 598[10] (მე-12) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2023 შეფასება | |||||
- | სულ | $382,854 მილიარდი[10] (41-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $52 429[10] (მე-19) | ||||
ჯინი (2016) | 53.9[11] მაღალი |
|||||
აგი (2021) | 0.952[12] ძალიან მაღალი · მე-4 |
|||||
ვალუტა | ჰონგ-კონგური დოლარი (HK$) (HKD ) |
|||||
სასაათო სარტყელი | (UTC+08:00) | |||||
თარიღის ფორმატი | დდ-თთ-წწწწ წწწწ年თთ月დდ日 |
|||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +852 | |||||
ISO 3166 კოდი | HK | |||||
ინტერნეტ-დომენი | .hk/.香港 | |||||
ა. | ^ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის პოლიტიკური სტრუქტურა არის მრავალპარტიული სისტემა. |
ჰონგ-კონგი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია ოპიუმის პირველი ომის (1839-42) შემდეგ გახდა. კუნძული ჰონგ-კონგი გაერთიანებული სამეფოსათვის განუსაზღვრელი ვადით გადაცემული პირველი ტერიტორია იყო, შემდეგ 1860 წელს კოულუნის ნახევარკუნძული გადაეცა, ბოლოს კი 1898 წელს იჯარით ახალი ტერიტორიები მიიღო. წყნაროკეანური ომის დროს (1941-45) ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ, რომლის შემდეგაც ბრიტანეთმა კვლავ დაიბრუნა მასზე კონტროლი 1997 წლამდე, ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემის მომენტამდე[22][23]. კოლონიალიზმის პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღევანდელი ჰონგ-კონგის კულტურაზე, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც „აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრას“ და განათლების სისტემაზე, რომელიც ინგლისის სისტემას მისდევდა 2009 წლის რეფორმების განხორციელებამდე[24].
1997 წლის 1 ივლისს, ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა, „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპით (აღნიშნული სტატუსი მაკაომ 1999 წლის დეკემბერში მიიღო). მას კონტინენტური ჩინეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს[25]. ჰონგ-კონგის იურიდიული დამოუკიდებლობა ანგლო-ამერიკული სამართლის ჩარჩოებში ფუნქციონირებს[26][27]. ჰონგ-კონგის მთავარი კანონი (მისი საკონსტიტუციო დოკუმენტი) არეგულირებს მის პოლიტიკურ სისტემას და საგარეო ურთიერთობებისა და სამხედრო თავდაცვის გარდა ყველა საკითხში ითვალისწინებს ჰონგ-კონგის ავტონომიურობის მაღალ ხარისხს[28].
ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ ქალაქია. ჰონგ-კონგი წარმოადგენს მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ. ჰონგ-კონგს აქვს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება, ხოლო ვალუტა, ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა[29]. ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია. ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა[10]. ტერიტორიის სიმცირემ, აგრეთვე ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90 % სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ჰონგ-კონგს სხვადასხვა ასპექტში მრავალი მაღალი საერთაშორისო რეიტინგი გააჩნია, მათ შორისაა მისი თავისუფალი ეკონომიკა, ფინანსური და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა[30], ცხოვრების დონე, კორუფციის აღქმა[31], ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი სადაც უმაღლესი ადგილები უკავია. გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის მონაცემებით, 2012 წელს ჰონგ-კონგში მსოფლიოში სიცოხლის ხანგრძლოვობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა მიუხედავად ამისა ჰაერის დაბინძურება და სმოგი მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს[32].