![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/Jinghaisi06.jpg/640px-Jinghaisi06.jpg&w=640&q=50)
ნანკინის ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
ნანკინის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1842 წლის 29 აგვისტოს ნანკინში, ცინის დინასტიასა და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა ოპიუმის პირველი ომი (1840-1842 წწ.).
სწრაფი ფაქტები ნანკინის ხელშეკრულება ...
ნანკინის ხელშეკრულება | |
---|---|
ხელი მოეწერა | 29 აგვისტო, 1842 |
ადგილი | ნანკინი, ჩინეთი |
ძალაში შევიდა | 26 ივნისი, 1843 |
ხელი მოაწერეს | ![]() ![]() |
ენები | ინგლისური და ჩინური |
![]() |
დახურვა
ხელშეკრულების შედეგად დიდ ბრიტანეთს გადაეცა ჰონგ-კონგი, ჩინეთს დაეკისრა უდიდესი კონტრიბუცია (დაახლ. 21 მლნ დოლარი), ჩინეთის რამდენიმე პორტი (კანტონი, ამოი, ფუჯოუ, ნინბო, შანხაი) გაიხსნა სავაჭროდ ევროპელებისათვის.
ნანკინის ხელშეკრულების დამატება იყო ჰუმენის ხელშეკრულება, რომელსაც ჩინეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 1843 წელს გუანჯოუსთან ახლოს მოაწერეს ხელი.
ჩინეთში ნანკინის ხელშეკრულებას განიხილავენ, როგორც უთანასწოროს, რომელზეც ხელმოწერა ცინის დინასტიას აიძულეს.