From Wikipedia, the free encyclopedia
ფუჯოუ — საქალაქო ოლქი ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე მინძიანის ნაპირზე, შესართავის (აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა) მახლობლად. ფუძიანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 7,200,000 ადამიანი. დიდი სავაჭრო ნავსადგური. ფუჯოუ ქვეყნის თევზჭერისა და საზღვაო რეწვის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია.
ქალაქი | |
---|---|
ფუჯოუ | |
ქვეყანა | ჩინეთი |
შიდა დაყოფა | Gulou District, Taijiang District, Cangshan District, Mawei District, Jin'an District, Minhou County, Lianjiang County, Luoyuan County, Minqing County, Yongtai County, Pingtan County, Fuqing და Changle District |
კოორდინატები | 26°04′34″ ჩ. გ. 119°18′23″ ა. გ. |
ფართობი | 12250.72 კმ² |
კლიმატის ტიპი | სუბტროპიკული |
მოსახლეობა | 7,200,000 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0591 |
საფოსტო ინდექსი | 350000 |
საავტომობილო კოდი | 闽A |
ოფიციალური საიტი | fuzhou.gov.cn |
ფუჯოუს დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. როდესაც იუეს სამეფო ფუძიანის ჩრდილოეთით დაიპყრო ჩუს ჯარებმა ძველი წელთაღრიცხვის 306 წელს იუეს სახელმწიფოს მმართველი ოჯახი გაიქცა ფუძიანიდან და დააარსა მინიუეს ტომი. ფუჯოუს პირველი საქალაქო კედელი აშენდა ძველი წელთაღრიცხვის 202 წელს. ქალაქი ვითარდებოდა (განსაკუთრებით ძირითადი მტრების შემოსევების შემდეგ) ძალიან დინამიურად, იყო აშენებული მრავალრიცხოვანი არხები. შემდგომში, ძინის დინასტიის დაცემის შემდეგ, 308 წელს ფუჯოუში მოვიდა იმიგრანტების პირველი ტალღა. ტანის ეპოქაში 725 წლიდან მოყოლებული ქალაქმა მიიღო თავისი ამჟამინდელი სახელწდოება.
ქალაქის ახალი კედლები ააშენეს 282, 901, 905 და 974 წლებში, ასე რომ, ქალაქს ჰქონდა კედლების მრავალი ფენა, უფრო მეტი, ვიდრე ჩინეთის დედაქაქლაქ პეკინს.
სუნის დინასტიის იმპერატორმა გამოსცა დადგენილება ფუჯოუს ყველა კედლის დანგრევის შესახებ 978 წელს, თუმცა კედლები შემდგომ აღადგინეს. ქალაქის უკანასკნელი კედლები ააშენეს 1371 წელს.
სამხრეთის სუნის მმართველობისას ფუჯოუ გახდა უფრო მარჯვე ქალაქი. საცხოვრებლად და სამუშაოდ ბევრი მეცნიერი მოვიდა აქ. მათ შორის იყვნენ: ჩუ სი და სინ ციძი. მათ შემდეგ აქ მოვიდა მარკო პოლო, რომელმაც ქალაქის სახელწოდება ჩაიწერა იტალიურად როგორც Fugiu.
ძველი ქალაქის E-ს ხუალინის ტაძარი, რომელიც გამოცხადებულია ჩინეთის ეროვნულ მემკვიდრეობად, დოკუმენტების თანახმად, ააშენეს 964 წელს, თუმცა რადიონახშირბადულმა ანალიზმა უჩვენა, რომ განაშენიანება თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის IV ან V ასწლეულებით. 1405-1433 წლებში მინის ფლოტი ჯენ ხეს მეთაურობით ფუჯოუდან (ჩანლეს პორტი) ინდოეთის ოკეანემდე შვიდჯერ იმოგზაურა. უკანასკნელი მოგზაურობისას ჯენ ხემ საზღვაო პორტის სიახლოვეს დააყენა სტელა, რომელიც ქალღმერთ მანძუს მიეძღვნა.
დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ზაფხული ხანგრძლივია, ცხელი და ნოტიოა. ზამთარი მოკლე, რბილი და მშრალია. დღისით საშუალოთვიური ტემპერატურები იცვლება 10,9°С-იდან იანვარში 28,9°С-მდე ივლისში. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1400 მმ-ს, ნალექების დიდი ნაწილი მოდის მარტიდან ივლისის ჩათვლით და აგვისტოდან სექტემბრამდე.
ფუჯოუს საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქიდან 50 კილომეტრში. სრულდება რეისები ისეთ ქალაქებში როგორებიცაა: პეკინი, ჩენდუ, ჰონგკონგი, შანხაი, ტაიიუანი, სიანი, ურუმჩი, ხაიკოუ, ტოკიო, ოსაკა, ტაიბეი, სინგაპური, ცინდაო და სხვა.
ქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს მნიშვნელოვანი პორტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. 2016 წლის მაისში ამოქმედდა მეტროპოლიტენი.
ფუჯოუ ქიმიური, სატყეო, ცელულოზა-ქაღალდის, კვების, პოლიგრაფიული, ტექსტილის მრეწველობის მსხვილი ცენტრია, აგრეთვე ქალაქში განვითარებულია მანქანათმშენებლობა. 1984 წელს ფუჯოუ განსაზღვრული იყო როგორც „ღია“ ქალაქი „ღია კარების“ პოლიტიკის ფარგლებში, რამაც აქ მიიზიდა დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.