ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი From Wikipedia, the free encyclopedia
ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong; ჩინ.: 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი[13] — ქალაქი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე და მოქცეულია ჯუძიანის დელტასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის[14]. ჰონგ-კონგი ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა[15]. ჰონგ-კონგის მოსახლეობის 93.6% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 6.4%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი[16]. ჰონგ-კონგის კანტონურად მოლაპარაკე უმრავლესობა მეზობელი კანტონის (ამჟამად გუანდუნი) პროვინციდანაა[17], რომელიც ომსა და ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს გამოექცა 1930-1960 წლებში[18][19][20][21].
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 中華人民共和國香港特別行政區 ჰონგ-კონგი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: „მოხალისეთა მარში“[1] |
||||||
ქალაქის ყვავილი Bauhinia blakeana (洋紫荊) |
||||||
ჰონგ-კონგის მდებარეობა
|
||||||
ოფიციალური ენა | ||||||
აღიარებული რეგიონული ენები | კანტონური[3] | |||||
ოფიციალური დამწერლობა[4] | ტრადიციული ჩინური თანამედროვე ინგლისური |
|||||
ეთნიკური ჯგუფები (2021) | 91.6% ჩინელი 2.7% ფილიპინელი 1.9% ინდონეზიელი 0.8% თეთრები 0.6% ინდოელი 0.4% ნეპალელი 2% სხვა[5] |
|||||
ეთნოქორონიმი |
|
|||||
მთავრობა | სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი[ა] |
|||||
- | ადმინისტრაციის მეთაური | ჯონ ლი | ||||
- | ადმინისტრაციის მთავარი მდივანი | ერიკ ჩანი | ||||
- | საკანონმდებლო საბჭოს პრეზიდენტი | ენდრიუ ლეუნგი | ||||
- | მთავარი მოსამართლე | ენდრიუ ჩეუნგი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | საკანონმდებლო საბჭო | |||||
ისტორია | ||||||
- | ბრიტანეთის მფლობელობა | 26 იანვარი, 1841 | ||||
- | ნანკინის ხელშეკრულება | 29 აგვისტო, 1842 | ||||
- | პეკინის კონვენცია | 18 ოქტომბერი, 1860 | ||||
- | პეკინის მეორე კონვენცია | 1 ივლისი, 1898 | ||||
- | იაპონური ოკუპაცია | 25 დეკემბერი, 1941-დან 15 აგვისტო, 1945-მდე |
||||
- | გაერთიანებული სამეფოსგან სუვერენიტეტის გადაცემა |
1 ივლისი, 1997 |
||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 754,97[6] კმ2 (168-ე) | ||||
- | წყალი (%) | 59,70% (1 644,79 კმ²)[6] |
||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2022 შეფასება | 7 333 200[7] | ||||
- | 2021 აღწერა | 7 413 070[8] | ||||
- | სიმჭიდროვე | 6 801[9] კაცი/კმ2 (მე-4) | ||||
მშპ (მუპ) | 2023 შეფასება | |||||
- | სულ | $544,735 მილიარდი[10] (47-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $74 598[10] (მე-12) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2023 შეფასება | |||||
- | სულ | $382,854 მილიარდი[10] (41-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $52 429[10] (მე-19) | ||||
ჯინი (2016) | 53.9[11] მაღალი |
|||||
აგი (2021) | 0.952[12] ძალიან მაღალი · მე-4 |
|||||
ვალუტა | ჰონგ-კონგური დოლარი (HK$) (HKD ) |
|||||
სასაათო სარტყელი | (UTC+08:00) | |||||
თარიღის ფორმატი | დდ-თთ-წწწწ წწწწ年თთ月დდ日 |
|||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +852 | |||||
ISO 3166 კოდი | HK | |||||
ინტერნეტ-დომენი | .hk/.香港 | |||||
ა. | ^ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის პოლიტიკური სტრუქტურა არის მრავალპარტიული სისტემა. |
ჰონგ-კონგი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია ოპიუმის პირველი ომის (1839-42) შემდეგ გახდა. კუნძული ჰონგ-კონგი გაერთიანებული სამეფოსათვის განუსაზღვრელი ვადით გადაცემული პირველი ტერიტორია იყო, შემდეგ 1860 წელს კოულუნის ნახევარკუნძული გადაეცა, ბოლოს კი 1898 წელს იჯარით ახალი ტერიტორიები მიიღო. წყნაროკეანური ომის დროს (1941-45) ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ, რომლის შემდეგაც ბრიტანეთმა კვლავ დაიბრუნა მასზე კონტროლი 1997 წლამდე, ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემის მომენტამდე[22][23]. კოლონიალიზმის პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღევანდელი ჰონგ-კონგის კულტურაზე, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც „აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრას“ და განათლების სისტემაზე, რომელიც ინგლისის სისტემას მისდევდა 2009 წლის რეფორმების განხორციელებამდე[24].
1997 წლის 1 ივლისს, ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა, „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპით (აღნიშნული სტატუსი მაკაომ 1999 წლის დეკემბერში მიიღო). მას კონტინენტური ჩინეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს[25]. ჰონგ-კონგის იურიდიული დამოუკიდებლობა ანგლო-ამერიკული სამართლის ჩარჩოებში ფუნქციონირებს[26][27]. ჰონგ-კონგის მთავარი კანონი (მისი საკონსტიტუციო დოკუმენტი) არეგულირებს მის პოლიტიკურ სისტემას და საგარეო ურთიერთობებისა და სამხედრო თავდაცვის გარდა ყველა საკითხში ითვალისწინებს ჰონგ-კონგის ავტონომიურობის მაღალ ხარისხს[28].
ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ ქალაქია. ჰონგ-კონგი წარმოადგენს მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ. ჰონგ-კონგს აქვს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება, ხოლო ვალუტა, ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა[29]. ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია. ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა[10]. ტერიტორიის სიმცირემ, აგრეთვე ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90 % სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ჰონგ-კონგს სხვადასხვა ასპექტში მრავალი მაღალი საერთაშორისო რეიტინგი გააჩნია, მათ შორისაა მისი თავისუფალი ეკონომიკა, ფინანსური და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა[30], ცხოვრების დონე, კორუფციის აღქმა[31], ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი სადაც უმაღლესი ადგილები უკავია. გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის მონაცემებით, 2012 წელს ჰონგ-კონგში მსოფლიოში სიცოხლის ხანგრძლოვობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა მიუხედავად ამისა ჰაერის დაბინძურება და სმოგი მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს[32].
სახელწოდება „ჰონგ-კონგი“ წარმოადგენს კანტონურზე ან ჰაკაზე არსებული სახელის 香港 ფონეტიკურად მიახლოებულ ვარიანტს, რაც თარგმანში „სურნელვან ნავსადგურს“ ნიშნავს[33]. 1842 წლამდე ამ სახელით მოიხსენიებოდა პატარა უბე (ამჟამად აბერდინის ნავსადგური ან 香港仔 ჰოენგ1გონგ2ზაი2 „პატარა ჰონგ-კონგი“) კუნძულ აბერდინსა და კუნძულ ჰონგ-კონგის სამხრეთ ნაწილს შორის, რომელიც ბრიტანელი მეზღვაურებისა და ადგილობრივი მეთევზეების შეხვედრის პირველი შეხების წერტილი იყო[34].
1997 წლის 1 ივლისს ჰონგ-კონგზე სუვერენიტეტის გაერთიანებული სამეფოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე გადაცემა განხორციელდა. რითაც ჰონგ-კონგში ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობის 156-წლიანი პერიოდი დასრულდა. ის იყო გაერთიანებული სამეფოს ბოლო უდიდესი კოლონია, რომლის დაკარგვითაც ფაქტობრივად არსებობა დაასრულა ბრიტანეთის იმპერიამ. ამ გადაცემის შემდეგ ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა. პრო-პეკინელი ბიზნეს-მაგნატი ტუნგ-ჩი-ჰვა ჰონგ-კონგის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი მეთაური გახდა.
ჰონგ-კონგი მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე, ჯუძიანის დელტის საპირისპირო მხარეს, მაკაოდან 60 კილომეტრით აღმოსავლეთით. აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემორტყმულია სამხრეთ ჩინეთის ზღვით, ხოლო ჩრდილოეთიდან მდინარე შენჯენით გამოყოფილია გუანდუნის პროვინციის ქალაქ შენჯენისაგან. 1104 კმ² ტერიტორია მოიცავს, კუნძულ ჰონგ-კონგს, კოულუნის ნახევარკუნძულს, ახალ ტერიტორიებსა და 200-ზე მეტ მიმდებარე კუნძულს, რომელთა შორის უდუდესია კუნძული ლანტაუ. ტერიტორიის მთლიანი ფართობიდან 1054 კმ² უკავია ხმელეთს, ხოლო 50 კმ² წყალს. ჰონგ-კონგის ტერიტორიული წყლები 3 საზღვაო მილის (5,6 კმ) მანძილზე ვრცელდება. მსოფლიოში ტერიტორიის ფართობის სიდიდის მიხედვით ჰონგ-კონგი 179-ე ადგილზეა[35][14].
ვინაიდან ჰონგ-კონგის რელიეფის უდიდესი ნაწილი გორაკ-ბორცვიანია და ციცაბოა, ამიტომ ხმელეთის ტერიტორიის მხოლოდ 25 % არის ათვისებული, ხოლო 40 % პარკებსა და ნაკრძალებს უკავიათ[36]. ურბანული განვითარების ძირითადი არეალები მდებარეობს კოულუნის ნახევარკუნძულზე, კუნძულ ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ნაწილსა და ახალი ტერიტორიების დასახლებებში[37]. ტერიტორიის უმაღლესი მწვერვალია ტაი-მო-შანი, რომელიც ზღვის დონიდან 957 მეტრზე მდებარეობს[38]. ჰონგ-კონგს უსწორმასწორო სანაპირო ზოლის გამო უამრავი უბე, მდინარე და პლაჟი აქვს. 2011 წლის 18 სექტემბერს ჰონგ-კონგის ეროვნული გეოპარკი იუნესკომ თავისი გლობალური გეოპარკების ქსელში შეიტანა. ჰონგ-კონგის გეოპარკი რვა გეო-ზონისაგან შედგება, რომლებიც საი-კუნგის ვულკანური ქანების რეგიონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ახალი ტერიტორიების დანალექი ქანების რეგიონს მოიცავს[39].
მიუხედავად იმისა, რომ ის კირჩხიბის ტროპიკის სამხრეთით მდებარეობს, ჰონგ-კონგში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია (კიოპენი Cwa). ზაფხული ცხელი და ნოტიოა, იშვიათი თავსხმა წვიმებით, ჭექა-ქუხილითა და სამხრეთ-დასავლეთიდან შემომავალი თბილი ჰაერით. ტაიფუნები ყველაზე ხშირად ზაფხულობითაა. ხშირად ისინი დატბორვასა და მეწყერს იწვევენ. ზამთარი რბილია და ის ჩვეულებრივ მზიანი ამინდებით იწყება, ხოლო თებერვლისკენ ღრუბლიანობით იცვლება. შემთხვევით ცივ ფრონტს ჩრდილოეთიდან ძლიერი ცივი ქარი მოაქვს. ყველაზე ზომიერი სეზონებია გაზაფხული, რომელიც ცვალებადობით ხასიათდება და შემოდგომა რომელიც ჩვეულებრივ მშრალი და მზიანია[40]. თოვლი ძალიან იშვიათია და ჩვეულებრივ მაღალმთიან ნაწილებში მოდის. ჰონგ-კონგში მზის საშუალო წლიური ნათება 1948 საათია[41], ამასთანავე ჰონგ-კონგის ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ტემპერატურებია +36.3 °C (8 აგვისტო 2015) და 0.0 °C (18 იანვარი 1893) შესაბამისად[42][43]. ჰონგ-კონგის მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურა +37.9 °C-ია (ჰეპი-ველი, 8 აგვისტო 2015), ხოლო რეკორდულად დაბალი კი −6.0 °C (მწვერვალი ტაი-მო-შანი, 24 იანვარი 2016).
ჰონგ-კონგი სამი გეოგრაფიული რეგიონისაგან შედგება, რომელიც ბრიტანეთის კოლონიალური მთავრობის ისტორიულ ექსპანსიას ემთხვევა: კუნძული ჰონგ-კონგი, კოულუნი (1860) და ახალი ტერიტორიები და მიმდებარე კუნძულები (1898). პირველი დაარსებული ქალაქი იყო ვიქტორია, კუნძულ ჰონგ-კონგზე. მისი ტერიტორია ემთხვევა დღევანდელ ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებს (რუკაზე №15).
1999 წელს საქალაქო და რაიონული საბჭოების დეცენტრალიზების გაუქმების შემდეგ, ჰონგ-კონგი უნიტარული ტერიტორია გახდა, რომელიც 18 რაიონად იყოფა. თითოეულ რაიონს წარმოადგენს რაიონული საბჭო, რომელიც მთავრობას სთავაზობს ისეთ ადგილობრივ პროგრამებს, როგორიცაა საზოგადოებრივი პროგრამები, კულტურული აქტივობები და გარემოსდაცვითი პოლიტიკა[44]. რაიონულ საბჭოში სულ 541 ადგილია, 412 მათგანი პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა, ხოლო 27 სასოფლო კომიტეტების თავმჯდომარეებისგან კომპლექტდება (მიწათმფლობელების ოჯახები ახალ ტერიტორიებზე 1898 წლამდე); დარჩენილ ადგილებზე წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მიერ ინიშნება[44]. შინაგან საქმეთა დეპარტამენტი რაიონული ოფისების საშუალებით ახორციელებს სამთავრობო პოლიტიკისა და გეგმების საზოგადოებისათვის მიწოდებას[45].
ჰონგ-კონგს კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა აქვს. დღიური გადაადგილების 90 % (11 მილიონი) საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხორციელდება[46] და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა[47]. ანგარიშსწორება Octopus card-ის საშუალებით ხდება, რომელიც MTR-მა დანერგა და დღეისათვის უნივერსალური გადახდის სისტემაა რკინიგზაზე, ავტობუსებში, ბორანსა და სხვა ადგილებში[48][49].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.