From Wikipedia, the free encyclopedia
ერთი ქვეყანა, ორი სისტემა (ჩინ. 一國兩制) —1980-იან წლებში დენ სიაოპინის მიერ შემოთავაზებული იდეა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უნდა განეცადა ცვლილებები. სიაოპინის შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი ჩინეთი, თუმცა ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჰონგ-კონგი, მაკაო და ტაივანი ექნებოდათ საკუთარი კაპიტალისტური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები, ხოლო ჩინეთის დარჩენილი ნაწილი კი იქნებოდა სოციალისტური. საკუთარი სურვილისამებრ ტაივანს შეეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი პოლიტიკური სისტემა, იურისდიქცია, შეიარაღება, ეკონომიკური და ფინანსური სისტემა, კომერციული და კულტურული შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან და ასევე მიეღო კონკრეტული უფლებები საერთაშორისო ურთიერთობებში[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.