From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი ჰექტორ ბერლიოზი (ფრანგ. Hector Berlioz; დ. 11 დეკემბერი, 1803 — გ. 8 მარტი, 1869) — ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი. ცნობილია, როგორც „ფანტასტიკური სიმფონიის“ და „რეკვიემის“ ავტორი. ბერლიოზმა დიდი წვლილი შეიტანა ორკესტრის ჩამოყალიბებაში იმ სახით, როგორითაც ის დღესაა ცნობილი, როდესაც დაწერა „სახელმძღვანელო ორკესტრისათვის“. მისი მუსიკალური ნაწარმოებების შესასრულებლად ზოგჯერ 1000 მუსიკოსსაც კი იწვევდნენ. ამავდროულად, ბერლიოზმა დაახლოებით 50 საფორტეპიანო ნაწარმოები შექმნა სოლო მომღერლისთვის.
ჰექტორ ბერლიოზი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 11 დეკემბერი, 1803[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
დაბ. ადგილი | La Côte-Saint-André[17] |
გარდ. თარიღი | 8 მარტი, 1869[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [15] [16] [17] [18] [19] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[1] [17] |
დასაფლავებულია | მონმარტრის სასაფლაო[8] |
ხელმოწერა | |
საიტი | hberlioz.com |
ჰექტორ ბერლიოზი ვიკისაწყობში |
11 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ კოტ-სენტ-ანდრეაში დაიბადა ჰექტორ ლუი ბერლიოზი. დაიბადა ექიმი ფიზიკოსის ოჯახში. მამა ათეისტი ჰყავდა, ხოლო დედა - კათოლიკი. 6 წლის ჰექტორი წაიყვანეს ამავე ქალაქის სახელობის სკოლაში, მაგრამ მომავალ კომპოზიტორს აქ დიდხანს დარჩენა არ მოუწია, რადგან 1811 წელს, იმპერატორის ბრძანებით დაიხურა სასწავლებელი. მამამ არ იცოდა, ვისთან წაეყვანა შვილი სასწავლებლად, რადგან იმ დროს კოტ-სენტ-ანდრეაში აღარ დარჩა არცერთი მასწავლებელი. ექიმ ბერლიოზს უყვარდა ლიტერატურა. მან ბავშვის აღზრდა თავის თავზე აიღო. მამამ გააცნო პატარა ჰექტორს ძველი ლიტერატურა და ენები, პოეზია, ისტორია და გეოგრაფია. ჰექტორში ჩამალულმა რომანტიზმმა გაღვიძება დაიწყო. 12 წლის ასაკი. მისი პირველი სიყვარული - დიუბორფი იყო მასზე ხუთი წლის უფროსი. ის ცხოვრობდა ახლოს - სოფელ მეიალანში, გრენობლთან ახლოს. პირველმა სიყვარულმა ძლიერად იმოქმედა კომპოზიტორზე, ასევე იმოქმედა იმან, რომ მისი შეყვარებული ერთი წლის შემდეგ გათხოვდა. ჰექტორი მუსიკამ გაიტაცა. ექიმი ბერლიოზი განათლებული ადამიანი იყო. მას სურდა მიეცა შვილისთვის ძლიერი განათლება და ამიტომ ჰექტორმა მუსიკის სწავლა დაიწყო. ექიმმა ბერლიოზმა აირჩია ლიონელი ემბერი - ლიონის ორკესტრის მეორე ვიოლინო. კონტრაქტის მიხედვით, რომელსაც 1817 წლის 20 მაისს ხელი მოაწერეს მუსიკოსმა და ექიმმა, რვა ფრანკით თვეში უნდა ესწავლებინა 12 მოსწავლისთვის ვიოლინოსა და კლარნეტზე დაკვრა და ამავდროულად ედირიჟორია ნაციონალური გვარდიის ორკესტრი. 15 წლის ჰექტორი სთავაზობს ორ პარიზის გამომცემლებს თავის ადრეულ ნაწარმოებს - სექსტეტს: ოთხი სიმებიანი ინსტრუმენტის, ფლეიტისა და ვალტორნასთვის. ერთმა გამომცემელმა არ გასცა პასუხი, მეორემ - პლეიელმა - ცივი უარი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.