ამერიკელი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი (ინგლ. Howard Phillips Lovecraft; დ. 20 აგვისტო, 1890 — გ. 15 მარტი, 1937) — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში. ცნობილია ქთულჰუს მითოსის შექმნით. მიჩნეულია ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად, თუმცა სიცოცხლე სიღარიბეში დაასრულა.
ლავკრაფტი დაიბადა პროვიდენსში, როდ-აილენდის შტატში და ცხოვრების დიდი ნაწილი ახალ ინგლისში გაატარა. მის ყველაზე ცნობილ მოთხრობებს შორისაა „ქთულჰუს ძახილი“, „სიგიჟის მთებთან“, „ჩრდილი ინსმუთზე“. ყველა ეს მოთხრობა „ქთულჰუს“ მითოსის ნაწილია. თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში ლავკრაფტს არ შესწევდა უნარი საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყო, როგორც ავტორს და რედაქტორს. კომერციული წარმატება მისი კარიერის გვიანდელ პერიოდში უფრო და უფრო ნაკლებად მიღწევადი გახდა. ლავკრაფტი გარდაიცვალა 1937 წლის 15 მარტს 46 წლის ასაკში, პროვდენსში.[14]
სიცოცხლის განმავლობაში ლავკრაფტი ფაქტობრივად უცნობი იყო მკითხველთა უმრავლესობისთვის. მისი მოთხრობები ე. წ. სამაკულატურო ჟურნალებში იბეჭდებოდა, მათ შორის მთავარი „Weird Tales“ იყო. მიუხედავად გამოხმაურებისა, რომელსაც მისი მოთხრობები ღებულობდნენ, (შეშფოთების და ქების წერილები), მკითხველთა უმეტესობამ მისი სახელი არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა მის თანამედროვეებთან, მაგალითად კლარკ ეშტონ სმითთან და ავგუსტ დერლეტთან, რომელსაც დაუმეგობრდა, მიუხედავად ამისა, პირადად არასოდეს შეხვედრია. მწერლების ეს გაერთიანება ცნობილი გახდა როგორც „ლავკრაფტის წრე“, რადგანაც თავის ნაშრომებში ისინი ხშირად სესხულობდნენ ელემენტებს ლავკრაფტის მოთხრობებიდან (რაზეც თავად მწერალი თანახმაც იყო და აქტიურადაც აქეზებდა).
ლავკრაფტის შემოქმედების დაყოფა სამ ნაწილად არის შესაძლებელი: საშინელებათა ისტორიები (1905-1920), სიზმრების ციკლი (1920-1927), ქთულჰუს/ლავკრაფტის მითოსი (1925-1935).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.