ჰანს-დიტრიხ გენშერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანს-დიტრიხ გენშერი (გერმ. Hans-Dietrich Genscher; დ. 21 მარტი, 1927, ჰალე, გერმანია — გ. 31 მარტი, 2016, ვახტბერგი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) წევრი, რომელსაც ეკავა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის თანამდებობა 1969-1974 წლებში, ხოლო საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრისა და გერმანიის ვიცე-კანცლერის პოსტები 1974-1992 წლებში (გარდა 1982 წელს ორკვირიანი შესვენებისა, როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა ჰელმუტ შმიდტის მესამე კაბინეტი დატოვეს).
ჰანს-დიტრიხ გენშერი გერმ. Hans-Dietrich Genscher | |
ჰანს-დიტრიხ გეხნშერი, 2008 წელი | |
გერმანიის ვიცე-კანცლერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 1982 – 17 მაისი 1992 | |
წინამორბედი | ეგონ ფრანკე |
მემკვიდრე | იურგენ მოლემანი |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 1982 – 17 მაისი 1992 | |
კანცლერი | ჰელმუტ კოლი |
წინამორბედი | ჰელმუტ შმიდტი |
მემკვიდრე | კლაუს კინკელი |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მაისი 1974 – 17 სექტემბერი 1982 | |
კანცლერი | ჰელმუტ შმიდტი |
წინამორბედი | ვალტერ შეელი |
მემკვიდრე | ჰელმუტ შმიდტი |
გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 1974 – 23 თებერვალი 1985 | |
წინამორბედი | ვალტერ შეელი |
მემკვიდრე | მარტინ ბარგემანი |
შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ოქტომბერი 1969 – 16 მაისი 1974 | |
კანცლერი | ვილი ბრანდტი |
წინამორბედი | ერნსტ ბენდა |
მემკვიდრე | ვერნერ მაიორფერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 სექტემბერი 1965 – 26 ოქტომბერი 1998 | |
დაბადებული | 1927 წლის 21 მარტი ჰალე |
გარდაცვლილი | 2016 წლის 31 მარტი ვახტბერგი |
საარჩევნი ოლქი | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია |
ეროვნება | გერმანელი |
პოლიტიკური პარტია | ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია (1945 წლამდე) გერმანიის ლიბერალური დემოკრატიული პარტია (გდრ) (1946–1952) გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია (1952–2016) |
მამა | კურტ გენშერი |
დედა | ჰილდა კრეიმე |
ხელმოწერა | |
საიტი | genscher.de |
გენშერი გერმანიის ისტორიაში ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა 20 წლის განმავლობაში და ორი განსხვავებული კანცლერის მმართველობის პერიოდში. 1991 წელს იგი გახდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარე.
1989 წელს პრაღაში გერმანიის საელჩოს აივნიდან გენშერმა მიმართა შეკრებილ აღმოსავლეთგერმანელებს, რომლებსაც დასავლეთ გერმანიაში გადასვლა სურდათ. მან შეატყობინა შეკრებილებს, რომ მიაღწია შეთანხმებას საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან გერმანელების ჩეხოსლოვაკიიდან გამოშვების თაობაზე. მისი სიტყვების შემდეგ „ჩვენ თქვენთან მოვედით, რომ გითხრათ, რომ დღეს თქვენი გამგზავრება...“ (გერმ. Wir sind zu Ihnen gekommen, um Ihnen mitzuteilen, dass heute Ihre Ausreise) შეკრებილებმა სიხარულის ყიჟინით მას სიტყვა გააწყვეტინეს.[1] ეს მოვლენა მიჩნეულია გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად.
რეალპოლიტიკის მომხრე, გენშერი აღიარებულია, როგორც „დიპლომატიის ოსტატი“.[2] სწორედ გენშერი იყო „გერმანიის გაერთიანების მთავარი არქიტექტორი.“[3] გენშერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იუგოსლავიის დაშლის დროს, როდესაც მხარი დაუჭირა ხორვატიის, სლოვენიის და სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას, რითაც შეაჩერა დიდი სერბეთის ჩამოყალიბების ტენდენცია.[4]
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იგი მუშაობდა იურისტად და საერთაშორისო კონსულტანტად. ის იყო გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (DGAP) პრეზიდენტი და იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მოგვიანებით, ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტთან ვაცლავ ჰაველთან ერთად, ბერლინში ცივი ომის მუზეუმის აშენება მოითხოვა.