![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Bundesarchiv_B_145_Bild-F057884-0009%252C_Willy_Brandt.jpg/640px-Bundesarchiv_B_145_Bild-F057884-0009%252C_Willy_Brandt.jpg&w=640&q=50)
ვილი ბრანდტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვილი ბრანდტი (გერმ. Willy Brandt) ნამდვილი სახელი ჰერბერტ ერნსტ კარლ ფრამი (გერმ. Herbert Ernst Karl Frahm; დ. 18 დეკემბერი, 1913 — გ. 8 ოქტომბერი, 1992) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ბუნდესკანცლერი 1969-1974 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, დასავლეთ ბერლინის მერი 1957-1966 წლებში, ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი 1966-1969 წლებში. მშვიდობის ნობელის პრემიის 1971 წლის ლაურეატი.
ვილი ბრანტი Willy Brandt | |
![]() | |
გერმანიის კანცლერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ოქტომბერი, 1969 – 7 მაისი, 1974 | |
პრეზიდენტი | გუსტავ ჰაინემანი |
წინამორბედი | კურტ გეორგ კიზინგერი |
მემკვიდრე | ჰელმუტ შმიდტი |
ბუნდესრატის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1957 – 1958 | |
პრეზიდენტი | თეოდორ ჰოისი |
გერმანიის ვიცე-კანცლერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი, 1966 – 21 ოქტომბერი, 1969 | |
კანცლერი | კურტ გეორგ კიზინგერი |
საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი, 1966 – 20 ოქტომბერი, 1969 | |
დასავლეთ ბერლინის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1957 – 1966 | |
დაბადებული | 18 დეკემბერი, 1913 ლიუბეკი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი |
გარდაცვლილი | 8 ოქტომბერი, 1992 (78 წლის) უნკელი, რაინლანდ-პფალცი |
პოლიტიკური პარტია | გსდპ |
რელიგია | პროტესტანტი |
1964-1987 წლებში ბრანდტი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო, 1967-1992 წლებში ასრულებდა „სოციალისტური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტის მოვალეობებს. ვილი ბრანდტი მიიჩნევა ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკის ერთ-ერთ ავტორად. აღმოსავლეთის პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა „ცივი ომის“ შედეგად გახლეჩილ სამყაროსა და ევროპაში სხვადასხვა ბანაკს მიკუთვნებულ ქვეყნებს შორის დიალოგის განახლება. აღმოსავლეთის პოლიტიკის შედეგად გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ხელშეკრულებები გააფორმა საბჭოთა კავშირთან, პოლონეთთან, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ვარშავის ბლოკის სხვა სახელმწიფოებთან. 1971 წელს ფედერალური კანცლერი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.