From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანოი — ვიეტნამის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰანოი Hà Nội | |||
ჰანოის ლიტერატურის ტაძარი | |||
| |||
ქვეყანა | ვიეტნამი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
შიდა დაყოფა | Ba Đình, Bắc Từ Liêm, Cầu Giấy, Đống Đa, ჰადონგი, Hai Bà Trưng, Hoàn Kiếm, Hoàng Mai, Long Biên, Nam Từ Liêm, Tây Hồ, Thanh Xuân, Sơn Tây, Ba Vì, Ứng Hòa, Thường Tín District, Thanh Trì, Thanh Oai, Thạch Thất, Sóc Sơn, Quốc Oai, Phúc Thọ, Phú Xuyên, Mỹ Đức, Mê Linh, Hoài Đức, Gia Lâm, Đông Anh, Đan Phượng და Chương Mỹ | ||
კოორდინატები | 21°02′00″ ჩ. გ. 105°51′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Trần Sỹ Thanh | ||
დაარსდა | 1010 | ||
ფართობი | 3,344.7 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 16 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | ვიეტნამური ენა | ||
მოსახლეობა | 6,232,940 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 1,864 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | Indochina Time და UTC+07:00 | ||
სატელეფონო კოდი | 242, 243, 244, 245, 246, 247 და 248 | ||
საფოსტო ინდექსი | 10000–10999[1] [2] , 11000–11999[1] [2] , 12000–12999[1] [2] , 13000–13999[1] [2] და 14000–14999[1] [2] | ||
ოფიციალური საიტი | hanoi.gov.vn | ||
1010 წლამდე ქალაქის ტერიტორიაზე მცირე ზომის დასახლება მდებარეობდა. მონარქმა ლი თჰაი ტომ ქალაქი დააარსა და მას იმპერიული ვიეტნამის დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა. ქალაქს თჰანგ ლონგ (აღმავალი დრაკონი) უწოდა. თჰანგ ლონგი ვიეტნამის მთავარ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა 1802 წლამდე, მანამ სანამ ნგუენების დინასტია, ვიეტნამის უკანასკნელი იმპერიული დინასტია დედაქალაქად ჰუეს არ გამოაცხადებდა. ქალაქს ჰანოი 1831 წელს დაერქვა, რომელიც ფრანგული ინდოჩინეთის დედაქალაქს წარმოადგენდა 1883-დან 1945 წლამდე. 1946 წლის 6 იანვარს ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ ჰანოი ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული ქვეყნის დედაქალაქად აირჩია, რამაც ინდოჩინეთის პირველი ომისა და ვიეტნამის ომის პერიოდში გასტანა.
1975 წელს ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვების შემდეგ, 1976 წელს ჰანოი გაერთიანებული ვიეტნამის დედაქალაქად აირჩიეს. სწორედ აქ დებარეობდა ვიეტნამის მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულებები. 1999 წლის 16 ივლისს იუნესკომ ჰანოის ,,მშვიდობის ქალაქის'' სტატუსი მიანიჭა.
ისტორიის განმავლობაში ჰანოის მრავალი ოფიციალური და არაოფიციალური სახელწოდებები აქვს.
ჰანოი ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლის შემდეგ დასახლებულია. თანამედროვე ცო ლოასა და ჯონგ ანჰის გარეუბნების ტერიტორიაზე.
ძველი წელთაღრიცხვით 179 წელს აუ ლაცის სამეფო ნანიუემ დაიპყრო, რომელიც ჩინეთმა ბატონობისთვის ათასწლეულზე დიდხანს გამოიყენა. მეხუთე საუკუნის შუა პერიოდში, ძველი ჰანოის ცენტრში სიუ სონგის დინასტიამ ახალი დასახლება ჩამოაყალიბა, რომელსაც სონგპინგ უწოდა. მოგვიანებით ის კომანდერია გახდა და ორი მუნიციპალიტეტი იჰუაი და სუინიგი მოიცვა. ისინი თანამედროვე ჰანოის სამხრეთ ნაწილში, წითელი მდინარის ნაპირზე მდებარეობენ. 679 წლისთვის ტანგის დინასტიამ რეგიონს სახელი შეუცვალა და ანნან (წყნარი სამხრეთი) უწოდა. დედაქალაქად სონგპინგი გამოაცხადა.
ხალხის აჯანყების ჩასახშობად მერვე საუკუნის ბოლოს ჟანგ ბოიმ, ტანგის დინასტიის მმართველმა ლუოჩენგი ააგო. მეცხრე საუკუნის ადრეულ ხანებში ის მეტად განვითარდა და ჯინჩენგი ეწოდა. 863 წელს ნანჟაოს არმიამ ჯინჩენგს ალყა შემოარტყა და ქალაქის 150 000 მცხოვრები ამოხოცა. 866 წელს გაო პიანმა, ჩინელმა არმიის მმართველმა ქალაქი დაიბრუნდა და დალოუჩენგი უწოდა. დალოუჩენგში იმ დროისთვის 400 000 ადამიანი ცხოვრობდა. ის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წამროადგენდა ტანგის დინასტიისათვის.
1010 წელს ლი თჰაი ტომ, ლის დინასტიის პირველმა მმართველმა ჯალ ვიეტის დედაქალაქი ჯალ ლაში გადაიტანა. ის მდებარე წითელი მდინარის მოხაზულობის გამო, ქალაქს თჰანგ ლონგ ანუ ამომავალი დრაკონი დაარქვა. თჰალ ლონგი ჯალ ვიეტის დედაქალაქად 1397 წლამდე დარჩა, მანამ სანამ ის ტჰანჰ ჰოაში არ გადაიტანეს. ტჰანგ ლონგს სახელწოდება გადაერქვა და ჯონგ ჯო დაერქვა, რომელიც აღმოსავლეთის დედაქალაქს ნიშნავს.
1408 წელს ჩინელმა მინჰის დინასტიამ ვიეტნამს შეუტია და დაიპყრო. ჯონგ ჯო ჯონგ ქუანის სახელწოდებით შეიცვალა, რაც აღმოსავლეთის კარიბჭეს ნიშნავდა. 1428 წელს ლე ლოის ხელმძღვანელობით ვიეტნამელებმა ჩინელები გააძევეს. დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. მან მოგვიანებით ლეს დინასტია ჩამოაყალიბა და ჯონგ ქუანს ქონგ კინჰი დაარქვა. ტაი სონის დინასტიის დასრულების შემდეგ ქალაქის სახელი ბანც ტჰანჰ (ჩრდილოეთის ციტადელი) მიენიჭა.
1802 წელს, როდესაც ნგუეიენის დინასტია დაარსდა გია ლონგმა დედაქალაქი ჰუეში გადაიტანა. ვიეტნამის იმპერატორები ჩვეულებრივსამებრ დრაკონს იყენებდნენ თავიანთი იმპერიული სიძლიერისა და ძალის აღსანიშნავად. 1831 წელს ნგუეიენის დინასტიის წარმომადგენელმა, მინჰ მანგმა ქალაქს ჰა ნოი ანუ მდინარეეებს შორის უწოდა. ჰანოი 1873 წელს ფრანგების მიერ ოკუპირებული იქნა და ქალაქს 10 წლსი განმავლობაში სწორედ საფრანგეთი მართავდა. ჰანოი თავისი მდებარეობის გამო ფრანგული ინდოჩინეთის დედაქალაქი გახდა 1887 წლის შემდეგ.
ქალაქი იაპონიის იმპერიამ 1940 წელს წელს დაიკავა და 1945 წელს გაანთავისუფლა, როდესაც ჰანოი ვიეტ მინჰის მთავრობის სამყოფელი გახდა და მას შემდეგ, რაც ჰო ჩი მინჰმა ვიეტმანის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაგრამ 1946 წელს ქალაქში ფრანგები კიდევ ერთხელ დაბრუნდნენ. ფრანგულ და ვიეტნამურ ძალებს შორის ცხრა წლიანი ომის შემდეგ ჰანოი ჩრდილოეთ ვიეტნამის დედაქალაქი გახდა 1954 წელს.
ვიეტნამის ომის პერიოდში ჰანოის სატრანსპორტო საშუალებები ხიდებისა და რკინიგზის დაბომბვის შედეგად შეფერხდა. თუმცა ეს ყველაფერი მალევე აღდგა. 1976 2 ივლისს ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამი გაერთიანდა და გაერთიანებული ვიეტნამის დედაქალაქად ჰანოი იქნა არჩეული.
ჰანოი ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარეობს. ვიეტნამის წითელი მდინარის დელტაზე, დაახლოებით 90 კილომეტრით (56 მილით) შორს ზღვის სანაპიროდან. ჰანოი რელიეფის ძირითად სამ ნაწილს შეიცავს. ესენია: დელტის ტერიტორია, შუა ნაწილი და მთიანი რეგიონი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 5-დან 20 მეტრამდეა ზღვის დონიდან. მთები და გორაკები ქალაქის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებშია განლაგებული. ქალაქის უმაღლესი მწვერვალი 1281 მეტრია, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ჰანოის მოსახლეობა სწრაფად მზარდია (დაახლოებით 3.5%-ით ყოველწლიურად). რაც იმითაა განპირობებული, რომ ის წარმოადგენს ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავარ მეტროპოლიტენს და ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს. მოსახლეობის ეს ზრდა ასევე დიდ ზეწოლას ახდენს ინფრასტრუქტურაზე, რომელთა ნაწილი არის ანტიკვარული და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
ჰანოელთა რიცხვი, რომლებიც ქალაქში სამი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ ძალიან მცირეა. ძველ კვარტალშიც კი, სადაც კომერცია ასობით წლის წინ დაიწყო და ძირითადად საოჯახო ბიზნესს შეადგენდა მეტწილად სხვა პროვინციებიდან სავაჭროდ გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს.
ჰანოის ტელეფონის ნომრებში ციფრების რაოდენობა მოთხოვნის გასამკლავებლად 8 ციფრამდე გაიზარდა (2008 წლის ოქტომბერში)
ბუდიზმი, ტაოიზმი და კონფუციანელობა ვიეტნამის მთავარ რელიგიებს წლების განმავლობაში წარმოადგენდა. ვიეტნამელთა დიდი ნაწილი ტავს ბუდისტად მიიჩნევს. ვიეტნამის ზოგადი სტატისტიკის სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, ბუდისტები არიან 6.8 მილიონი (ან მთლიანი მოსახლეობის 7.9%), 5.7 მილიონი (6.6%) კათოლიკეები, 1.4 მილიონი (1.7%), ჯოაო ჰაოს მიმდევრები, 0.8 მილიონი (0.9%) კაო დაი, ხოლო 0.7 მილიონი (0.9%) პროტესტანტები არიან. საერთო ჯამში, 15,651,467 ვიეტნამელი (18.2%) რომელიმე რელიგიის მიმდევარია. მოსახლეობის დანრჩენი, 81% ათეისტი და არარელიგიურია. ვიეტნამის კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უჭერს მხარს.
ჰანოის ადამიანის განვითარების ინდექსის მონაცემებით ვიეტნამში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს. 2013 წელს ჰანოის შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.6%-ს შეადგენდა. ვაჭრობა ქალაქის უძლიერესი სექტორია. . 2003 წელს ჰანოიში 2,000 ბიზნესი იყო დარეგისტრირებული, რომელიც საგარეო ვაჭრობას ეწეოდა,ისინი ამყარებენ კავშირებს 161 ქვეყანასა და ტერიტორიასთან. ქალაქის საექსპორტო ღირებულება ყოველწლიურად საშუალოდ 11.6 პროცენტით იზრდება.
ქალაქ ხოშიმინის მსგავსად უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი ურბანული რაიონები.
სოფლის მეურნეობა, როგორც წარსულში ასევე ახლაც ჰანოის ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ქალაქი თვითონვე ცდილობდა რომ ხელი შეეწყო და ახალი რეფორმები გაეტარებინა ქალაქის სოფლის მეურნეობის აყვავებისათვის. ქალაქის მმართველობის ინიცატივიტ ადგილზე გაჩნდა ახალი ჯიშის ნერგები, განვითარდა მეცხოველეობა და რაც ყველაზე მთავარია, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები ჩაერთო.
ეკონომიკური რეფორმების შედეგად ჰანოიში ეკონომიკური შემოსავლის ზრდა დაიწყო. ჰანოის ინფრასტრუქტურაც ბოლო წლებში საკმაოდ შეიცვალა და განვითარდა. გზებისა და ტრანსპორტის გაუმჯობესება ქალაქში რეგულარულად მიმდინარეობს. ქალაქ ჰანოიში მრავალი სწრაფი კვების საერთაშორისო ობიექტები მდებარეობს, როგორებიცაა ჯოლიბი, ლოტერია, პიცა ჰატი, ქეი ეფ სი. ანალოგიურად, ქალაქის მმართველი პირები მოტივირებულნი არიან სურსათის უვნებლობის პრობლემებით და ცდოლობენ, რომ 2025 წლისთვის 67 ტრადიციული კვების ბაზარი 1000 სუპერმარკეტად გადააკეთონ. ამით ისინი ხელს შეუწყობენ სუფთა და არა საზიანო საკვების მიწოდებას ქალაქისათვის. 130
ჰანოში სამუშაო ადგილების სამ მეოთხედზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაშია. სამუშაო ადგილების 9%-ს უზრუნველყოფს კოლექტიური საკუთრების ორგანიზაციები,ხოლო სამუშაო ადგილების 13.3% კერძო სექტორშია. დასაქმების სტრუქტურა სწრაფად იცვლება, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინსტიტუტების შემცირებითა და კერძო საწარმოების გაზრდითაა გამოწვეული. ჰანოის აქვს მიგრაციული კონტროლი, რომელიც ქალაქს საშუალებას აძლევს მიიღოს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ჰანოის ეკონომიკაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. ] 2008 წლის ივლისში, ჰანოის ქალაქის მთავრობამ შეიმუშავა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ აიკრძალა ქუჩაში მოვაჭრეების ყოფნა. ქალაქში გამოიყო 62 ქუჩა, სადაც მოვაჭრეებს ყოფნა არ შეეძლოთ. ეს გადაწყვეტილება ტურისტების მოზიდვით იყო განპირობებული.
მასტერქარდის 2019 წლის მონაცემებით ჰანოი ვიეტნამის ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქალაქია. (მეთხუთმეტე აზიასა და ოკეანეთში), დაახლოებით 4.8 მილიონი ღამე გატარებულია ტურისტების მიერ. ჰანოი ფრანგული გავლების გამო ხშირად მოიხსენიება როგორც აღმოსავლეთის პარიზი.თავისი ხე-ბუჩქებით, ორ ათზე მეტი ტბითა და ფრანგული კოლონიური ეპოქის ათასობით შენობით, ჰანოი პოპულარულ ტურისტულ ადგილის წარმოადგენს.
ჰანოის ღირსშესანიშნაობები ორ ძირითად ნაწილად იყოფა. ესენია: ძველი კვარტალი და ფრანგული კვარტალები. ძველი კვარტალი ჰოან კიემის უბნის ჩრდილოეთით მდებარეობს, რომელიც ტრადიციულ ვიეტნამურ არქიტექტურას გვთავაზობს.
ჰანოის ორ არეალს ფრანგულ მეოთხედებს უწოდებენ. ბა კინჰის ტერიტორია, სადაც მთვარობის ადმინისტრაცია მდებარეობს და სამხრეთი, ჰოან კიემის პროვინცია.
2014 წელს ჰანოი თრიფედვაისერის მიერ მსოფლიოს ტოპ ათ ადგილს შორის მე-8 ადგილს იკავებდა. 2015 წელს ის მე-4 ადგილზე იყო, ხოლო 2016 მან კვლავ მე-8 ადგილი დაიკავა.
საფრანგეთი, ანგოულემე
საფრანგეთი, ილ-დე-ფრანსი დაარქივებული 2020-08-08 საიტზე Wayback Machine.
იაპონია, ფუკუოკას პრეფექტურა
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.