ჯორჯ სოროსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ სოროსი (დიორდ შოროში) (ინგლ. George Soros, უნგრ. Soros György, 1936 წლამდე შვარცის გვარს ატარებდა; დ. 12 აგვისტო 1930, ბუდაპეშტი, უნგრეთი) — უნგრელ-ამერიკელი ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანთროპი. ღია საზოგადოების თეორიის მომხრე და „საბაზრო ფუნდამენტალიზმის“ მოწინააღმდეგე (ამ მიმართულებით ახლოსაა კარლ პოპერის სოციალურ იდეებთან). ის ასევე დამფუძნებელია ისეთი ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელებისა, როგორიცაა „სოროსის ფონდი“.
სწრაფი ფაქტები დაიბადა, განათლება ...
ჯორჯ სოროსი ინგლ. George Soros უნგრ. Soros György უნგრ. György Schwartz | |
---|---|
დაიბადა | 12 აგვისტო, 1930 (1930-08-12) (93 წლის) ბუდაპეშტი, უნგრეთი |
განათლება | ლონდონის ეკონომიკის სკოლა |
საქმიანობა | ფინანსისტი, ინვესტორი |
სუფთა ღირებ. | 8.3 მილიარდი აშშ დოლარი (2018)[1] |
მეუღლე | ორჯერ განქორწინებული (Annaliese Witschak და სიუზან ვებერი სოროსი) |
შვილები | რობერტი, ანდრეა, ჯონათანი, ალექსანდრე, გრეგორი |
დახურვა
მისი საქმიანობა ორაზროვან შეფასებას იწვევს სხვადასხვა ქვეყნებში და საზოგადოებრივ წრეებში. ხშირად მას ფინანსურ სპეკულანტს ეძახიან, და ასევე ნარკოტიკების ლობისტსაც. ითვლება „იმ ადამიანად, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა“.
სოროსი — აღმასრულებელი კომიტეტის წევრია International Crisis Group-ში (ICG).[2]