From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ მადისონი (ინგლ. James Madison; დ. 16 მარტი 1751 — გ. 28 ივნისი 1836) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-4 პრეზიდენტი 1809-1817 წლებში. იგი იყო აშშ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და აშშ-ის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. 1788 წელს მან დაწერა „ფედერალისტის“ (Federalist Papers) მესამედი, რომელიც დღემდე ითვლება კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს კომენტარებად. მადისონი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც მანამდე მოღვაწეობდა აშშ-ის კონგრესში. იგი იყო აშშ-ის პირველი კონგრესის ლიდერი, მის მიერ იქნა შემუშავებული აშშ-ის ძირითადი კანონების დიდი ნაწილი, იგი იდგა კონსტიტუციაში პირველი ათი შესწორების უკან და ასევე ცნობილია როგორც „უფლებათა შესახებ კანონპროექტის მამად“ (Father of the Bill of Rights).[1] როგორც პოლიტიკურ თეორეტიკოსს მადისონს მიაჩნდა, რომ ახალი რესპუბლიკას სჭირდებოდა კონტროლი და წონასწორობა, რათა დაეცვათ პიროვნების უფლებები უმრავლესობის ტირანიისგან.[2][3][4][5]
ჯეიმზ მადისონი James Madison | |
აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1809 – 4 მარტი, 1817 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯორჯ კლინტონი (1809–1812), არავინ (1812-1813), ელბრიჯ ჯერი (1813–1814), არავინ (1814-1817) |
წინამორბედი | ტომას ჯეფერსონი |
მემკვიდრე | ჯეიმზ მონრო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 მაისი, 1801 – 3 მარტი, 1809 | |
პრეზიდენტი | თომას ჯეფერსონი |
წინამორბედი | ჯონ მარშალი |
მემკვიდრე | რობერტ სმითი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1789 – 1797 | |
დაბადებული | 16 მარტი 1751 პორტ კონვეი, ვირჯინია |
გარდაცვლილი | 28 ივნისი 1836 მონპელიე, ვირჯინია |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | დოლი მედისონი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | დეიზმი |
ხელმოწერა |
როგორც წარმომადგენელთა პალატის ლიდერი, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა პრეზიდენტ ვაშინგტონთან, რათა ჩამოეყალიბებინათ ფედერალური მთავრობა. ხაზინის მდივან ალეგზანდერ ჰამილტონთან დაპირისპირების გამო, მადისონმა და თომას ჯეფერსონმა ჩამოაყალიბეს, როგორც ისინი უწოდებდნენ, რესპუბლიკური პარტია (შემდგომში დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია), რომელიც ეწინააღმდეგებოდა ფედერალისტებს წამყვან პოლიტიკურ საკითხებში, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის და ჯეის ხელშეკრულების საკითხებში. ჯეფერსონთან ერთად იგი იყო ფარული თანაავტორი კენტუკისა და ვირჯინიის რეზოლუციისა Alien and Sedition Acts პროტესტის ნიშნად.
როგორც სახელმწიფო მდივანი ჯეფერსონის ადმინისტრაციაში, მადისონი ხელმძღვანელობდა ლუიზიანის შესყიდვას, რითაც ქვეყნის ზომა ორჯერ გაიზარდა, და 1807 წლის ემბარგოს კანონს. პრეზიდენტის რანგში იგი ხელმძღვანელობდა ქვეყანას 1812 წლის ომში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ომის მიმდინარეობის დროს და ასევე ომის შემდეგ მადისონმა ბევრი პოზიცია შეიცვალა. 1815 წლისთვის მან მხარი დაუჭირა მეორე ეროვნული ბანკის და ძლიერი არმიის შექმნას, ასევე მაღალ ტარიფებს ომის დროს შექმნილი ახალი ქარხნების დასაცავად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.