ქართველი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაბა სამუშია (დ. 15 აგვისტო, 1971) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2022). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2012). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2022 წლის 20 ოქტომბრიდან და არჩეული რექტორი ამავე წლის 27 დეკემბრიდან.[1] ჟურნალ „ისტორიანის“ მთავარი რედაქტორი. 2020 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი[3].
ჯაბა სამუშია | |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 ოქტომბერი, 2022[1] 27 დეკემბრამდე მოვალეობის შემსრულებელი |
წინამორბედი | გიორგი შარვაშიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2020 – 2022 | |
წინამორბედი | ზვიად გაბისონია |
მემკვიდრე | ერეკლე ასტახიშვილი[2] |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2010 – 26 ივლისი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ზაალ სამადაშვილი |
მემკვიდრე | ირაკლი შიხიაშვილი |
დაბადებული | 15 აგვისტო, 1971 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ისტორიკოსი |
2002-2010 წლებში იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მემატიანე. 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ „Studia Orientalne“-ს სამეცნიერო საბჭოს წევრი. ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი. საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის წევრი. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი. ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვრილისთვის ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი.[4]
ჯაბა სამუშია დაიბადა 1971 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს კი ლონდონის Edwards Language School. მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში.
1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006-2011 ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2011-2012 ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე სრული პროფესორი).
2010-2014 წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი (თავმჯდომარის მოადგილე; თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი). საკრებულოში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სიით მოხვდა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას შეუერთდა.[5] 2014-2017 წწ. თბილისის საკრებულოს მოწვევის წევრი (ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალის, „Studia Orientalne“ სამეცნიერო საბჭოს წევრი[6]. ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი[7]. სასკოლო სახელმძღვანელოების და სალექციო კურსების ავტორი.
მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: „ქართული დიპლომატიური ლექსიკონი“, „ივანე ჯავახიშვილი- ენციკლოპედიური ლექსიკონი“, „ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, „Православная Энциклопедия“ და სხვა. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა 5 ტომეულისა და „საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ 30 ტომეულის გამოცემა. 2014-2017 წლებში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.
2010 წლიდან რადიო გადაცემის „ისტორიანი ჯაბა სამუშიასთან ერთად“ ავტორი და წამყვანი. 2008-2009 წლებში მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია „პირველი არხის“ მიერ მოწყობილ მედია-პროექტში: „საქართველოს დიდი ათეული“, იყო პროექტის მთავარი ექსპერტი. 2007 წელს სატელევიზიო სერიალის „საქართველოს ისტორია“ სცენარის თანაავტორი და ექსპერტი (ტელეკომპანია „მზე“). 2006-2008 სატელევიზიო სერიალ „მხედართმთავარის“ ექსპერტი (ტელეკომპანია „საქართველო“).
2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნეს[3], ხოლო 2020 წლის 11 აგვისტოს ფონდის დირექტორად[8].
2022 წლის 20 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.[1] ამავე წლის 27 დეკემბერს აირჩიეს უნივერსიტეტის 30-ე რექტორად.[1]
ჯაბა სამუშია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე ნინო გძელიძე (დ. 13 აგვისტო, 1982) და სამი შვილი: ცოტნე სამუშია (დ. 11 ივნისი, 2007); თორნიკე სამუშია (დ. 7 დეკემბერი, 2009) და დავით (დათა) სამუშია (დ. 18 სექტემბერი, 2013).[4]
ავტორია 250-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 17 სამეცნიერო პოპულარული წიგნის. მისი მონაწილეობით შესრულდა და ამჟამად მიმდინარეობს არა ერთი სამეცნიერო პროექტი, რომლებიც დაფინანსებულნი არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში. არის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ISTC-ის და უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის STCU-ს მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს წარმომადგენელი.[4]
„საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ სერიით არის ავტორი წიგნებისა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.