![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/Degen_-_Fig._1%252C2%252C12._Neue_preu%25C3%259Fische_Degen._%25E2%2580%2593_3_u._4_Degen_Philipps_II._von_Spanien._%25E2%2580%2593_5._Degen_....jpg/640px-Degen_-_Fig._1%252C2%252C12._Neue_preu%25C3%259Fische_Degen._%25E2%2580%2593_3_u._4_Degen_Philipps_II._von_Spanien._%25E2%2580%2593_5._Degen_....jpg&w=640&q=50)
ხმალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხმალი — ცივი იარაღი. არსებობს მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი და მჩხვლეტავი ხმლები. ხმლების წონა მერყეობს 700 გრამიდან (როგორიცაა გლადიუსი) 6 კილომდე (მაგალითად ცვაიჰენდერი და ფლამბერგი). ერთხელიანი მჭრელი ან მჭრელ-მჩხვლეტავი ხმალის მასა შეადგენს 900 გრამიდან 2 კილომდე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/Degen_-_Fig._1%2C2%2C12._Neue_preu%C3%9Fische_Degen._%E2%80%93_3_u._4_Degen_Philipps_II._von_Spanien._%E2%80%93_5._Degen_....jpg/640px-Degen_-_Fig._1%2C2%2C12._Neue_preu%C3%9Fische_Degen._%E2%80%93_3_u._4_Degen_Philipps_II._von_Spanien._%E2%80%93_5._Degen_....jpg)
ხმლებს გამოყენებდნენ ბრძოლებისთვის. ხმლის კარგად ფლობისთვის საჭირო იყო მეომრის ხანგრძლივი წვრთნა. ხმლის განსაკუთრებული თვისება იყო მისი უნივერსალურობა:
- ხმლით იარაღდებოდნენ ფეხით მოსიარულე და ცხენით მოსიარულე მეომრები, და ხშირად მშვილდოსნებიც.
- მჭრელი დარტყმები ხმლით გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიძლიერით, რაც ასევე ზრდიდა ცხენიდან შეტევის სიძლიერეს.
- ხმალს შეუძლია მიაყენოს როგორც მჭრელი ასეცე მჩხვლეტავი დარტყმა.
- ხმლის შენახვა იყო ადვლილი, ასევე მისი გამოღება საშიშროების შემთხვევაში.