დასახლება ქალაქ ბათუმში. საქართველო From Wikipedia, the free encyclopedia
ხელვაჩაური — დასახლება ქალაქ ბათუმის შემადგენლობაში. მდებარეობს კახაბრის ვაკეზე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 80 მ., ბათუმის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. ხელვაჩაურში არის 2 საჯარო სკოლა.
დასახლება | |
---|---|
ხელვაჩაური | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
ქალაქი | ბათუმი |
კოორდინატები | 41°35′21″ ჩ. გ. 41°38′52″ ა. გ. |
დაარსდა | ქვის ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 6143 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 427/+995 422 |
საფოსტო ინდექსი | 6200 |
ხელვაჩაური და მისი მიდამოები ადამიანს ახალი ქვის ხანიდან ჰქონდა ათვისებული. სახელწოდება ხელვაჩაძეების გვარიდან მომდინარეობს. 1948 წელს კაპანდიბის სასოფლო საბჭოს ეწოდა ხელვაჩაურის სასოფლო საბჭო.[1] 1968 წელს მიიღო დაბის სტატუსი და გახდა ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრი. ამავდროულად იყო სადაბო საბჭოს ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ სოფლები ერგე, ზანაქიძეები, ზედა ერგე, ზემო ჯოჭო, მახვილაური, ქვემო ჯოჭო, შავლიძეები, შარაბიძეები. მოქმედებდა ჩაის და ციტრუსების შემფუთავი ფაბრიკები, სამშენებლო მასალების, პურის და ლიმონათის ქარხნები. 2011 წელს გახდა ქალაქ ბათუმის ნაწილი. დაბის მცირე ნაწილი სოფელ ხელვაჩაურის სახით დარჩენილია ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.