ხევსურები
From Wikipedia, the free encyclopedia
ხევსურები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთში, კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და |არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვე ხევში, ერწო-თიანეთში, კახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენის ხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.[1]
ხევსურები | |
---|---|
ჩაბალახსა და ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი ხევსური მეომარი. | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ქართული ენა |
რელიგიები | ქრისტიანობა |
ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.
ძველ ქართულ მატიანეში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება „ფხოვის“ სახელწოდებით, თვით ფშავლები და ხევსურები კი „ფხოველებად“ იწოდებიან. ამას მოწმობს გეოგრაფ ვახუშტის ცნობაც. იგი ჰერეთ-კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის აღწერაში ამბობს:
„...არამედ აწ უწოდებენ ფშავ ხევსურსა, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი[2].“ | |
შემდეგ ვახუშტი ამასვე იმეორებს ფშავის აღწერაშიც:
„არამედ ძველად ამ ორთა ხეობათა (ფშავ-ხევსურეთს) ფხოელნი და აწ უწოდებენ ესრეთ[3].“ | |
აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის მოსაზღვრე ქისტები ხევსურებს დღესაც „ფხია“-ს ან „ფხჲე“-ს[4] უწოდებენ, რაც იგივე ფხოელს ნიშნავს[5]. რომ ისტორიული ფხოეთის ქვეშ ფშავ-ხევსურეთი იგულისხმება, ეს მისი ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერიდანაც ჩანს:
„გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთაზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა[6].“ | |
საისტორიო წყაროების მიხედვით „ფხოვის“ სახელწოდებით ჩვენ გვაქვს მოცემული ფშავ-ხევსურეთი, რომელიც გეოგრაფიულად და კულტურულ-ისტორიულად, როგორც დღეს, წინათაც ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ამიტომ ისტროიული წარსული და თავგადასავალი ამ ორი კუთხისა ერთგვარია.