ხაჩმაზის რაიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაჩმაზის რაიონი (აზერ. Xaçmaz rayonu, ლეზ. Муьшкуьр райун) — აზერბაიჯანის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ხაჩმაზი.
რაიონი | ||
---|---|---|
ხაჩმაზის რაიონი აზერ. Xaçmaz rayonu ლეზ. Муьшкуьр райун | ||
![]() | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ხაჩმაზი | |
კოორდინატები | 41°28′00″ ჩ. გ. 48°48′00″ ა. გ. | |
მმართველი | Elnur Rzayev | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1063 კმ² | |
მოსახლეობა | 166 800 [1] კაცი (2013) | |
სიმჭიდროვე | 157 კაცი/კმ² | |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები - 72,73 % , ლეზგები - 15,5 %, თათები - 5,7 %, თურქები - 2,6 %, კრიწები - 2,2 %, რუსები - 0,4 %.[2] | |
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |
სატელეფონო კოდი | +994 02332 | |
საფოსტო ინდექსი | 027 | |
საავტომობილო კოდი | 27 | |
ოფიციალური საიტი | qax-ih.gov.az | |
| ||
გეოგრაფია

ხაჩმაზის რაიონი ესაზღვრება შაბრანის, ყუბის, გუსარის რაიონებს და რუსეთის ფედერაციას, ასევე რაიონის საზღვარი გადის კასპიის ზღვაზე.
რაიონი მდებარეობს აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზოგიერთი ავტორიტეტული წყარო აზერბაიჯანს მთლიანად აზიას მიაკუთვნებს[3][4][5], მაგრამ დასავლური წყაროები[6][7][8][9] ევროპა-აზიის საზღვრად თვლიან კავკასიონს და ნაწილობრივ ან მთლიანად აკუთვნებენ ევროპას[10], ამ ვარიანტის გათვალისწინებით ხაჩმაზის რაიონის საზღვრები, რომელიც მდებარეობს ამ ქედის ჩრდილოეთით, შედის აზერბაიჯანის ევროპული ნაწილის შემადგენლობაში[11].
ისტორია
ხაჩმაზის რაიონის ტერიტორია ადრე შედიოდა ისტორიულ შირვანში და სამხრეთ დაღესტანის ისტორიულ ნაწილში[12][13].
ხაჩმაზის რაიონი შეიქმნა 1930 წელს. 1963 წელს რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია შევიდა ყუბის და გუსარის რაიონების შემადგენლობაში. 1965 წელს რაიონი კვლავ აღადგინეს.
1954 წელს დაღესტანის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აზერბაიჯანისაგან დროებით სარგებლობაში ზამთრის საძოვრებზე გადასარეკი საქონლის გასაჩერებლად გადაეცა მცირე ტერიტორია. 2010 წელს ამ მიწებზე შექმნილი დაღესტნის მაგარამკენტის რაიონის ორი სოფელი ხრახ-უბა და ურიან-უბა გადაეცა აზერბაიჯანის ხაჩმაზის რაიონს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 600 ლეზგებთან ერთად[14]. ამას გარდა, თუ ადრე აზერბაიჯანს მიჰქონდა მდინარე სამურის მდინარეული ჩამონადენის 90 %-მდე, სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელსაც 2010 წლის 3 სექტემბერს ბაქოში მოეწერა ხელი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევის და ილჰამ ალიევის მიერ, დადგინდა პროპორცია 50 % 50 %-ზე[15][16].
მოსახლეობა
მოსახლეობის სიმჭიდროვე — 1 კმ²-ზე 159 ადამიანამდე (2014 წელი). მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 169 ათას ადამიანს.
რესურსები ინტერნეტში
- საიტზე Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.