ქალაქი უკრაინაში From Wikipedia, the free encyclopedia
ხარკივი, ხარკოვი (უკრ. Ха́рків) — სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინაში, ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 2010 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1 449 000 ადამიანს. ქალაქმა უმასპინძლა 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. მეტალისტის სტადიონზე სულ 3 შეხვედრა გაიმართა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხარკივი Харків | |||||
მიძინების ტაძარი და ქალაქის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | ხარკივი | ||||
შიდა დაყოფა | 4 რაიონი | ||||
კოორდინატები | 49°55′00″ ჩ. გ. 36°19′00″ ა. გ. | ||||
მერი | იჰორ ტერეხოვი | ||||
დაარსდა | 1654 | ||||
პირველი ხსენება | 1552 | ||||
ფართობი | 310 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 152 მ | ||||
ოფიციალური ენა | უკრაინული ენა | ||||
მოსახლეობა | 1 449 000 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4 500 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 732 400 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 572 | ||||
საფოსტო ინდექსი | 61001—61499 | ||||
საავტომობილო კოდი | ХА | ||||
ოფიციალური საიტი | city.kharkov.ua/en | ||||
ხარკივი 1654 წელს დაარსდა და რუსეთის იმპერიაში უკრაინული კულტურის მთავარ კერას წარმოადგენდა. ხარკივი პირველი უკრაინული ქალაქი იყო, რომელმაც 1917 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლება აღიარა და შემდეგ იგი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან 1934 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ის კიევში გადაინაცვლებდა. ამჟამად, ქალაქი ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია და რეგიონში სპეციალური სტატუსი გააჩნია.
ხარკივი უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია. ფუნქციონირებს 60 სამეცნიერო ინსტიტუტი, 30 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, 6 მუზეუმი, 7 თეატრი და 80 ბიბლიოთეკა. მისი ინდუსტრია ძირითადად მანქანათმშენებლობაზე სპეციალიზდება. მოქმედებს ასობით სამრეწველო კომპანია.
ქალაქს გააჩნია მეტროპოლიტენი, რომლის სიგრძეც 38,1 კმ-ია და 29 სადგურს მოიცავს. ხარკივის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა თავისუფლების მოედანი (Maidan Svobody), რომელიც ამჟამად ევროპის მე-6 უდიდესი და მსოფლიოში სიგრძით მე-12 მოედანია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.