From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, უკრაინის სსრ (უკრ. Українська Радянська Соціалістична Республіка, Українська РСР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი კიევი.
უკრაინის სსრ Українська РСР საბჭოთა რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
უკრაინის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1954 წლის შემდეგ | |||||||||
დედაქალაქი | ხარკივი (1919-1934) კიევი (1934-1991) | ||||||||
ენა | უკრაინული, რუსული | ||||||||
ფართობი | 603,700 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 51 706 746 | ||||||||
მმართველობის ფორმა | მარქსიზმ-ლენინიზმი, სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
სახელმწიფოს მეთაური | |||||||||
- 1919–1938 | გრიგორი პეტროვსკი (პირველი) | ||||||||
- 1990–1991 | ლეონიდ კრავჩუკი (ბოლო) | ||||||||
შეიქმნა 1917 წლის 25 დეკემბერს. სსრკ-ის შექმნის შემდეგ, 1922 წლის 30 დეკემბერს, შევიდა მის შემადგენლობაში როგორც მოკავშირე რესპუბლიკა.
მდებარეობდა სსრკ ევროპის ნაწილის სამხრეთ-დასავლეთში. რესპუბლიკის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადიოდა სსრკ სახელმწიფო საზღვარი სოციალისტურ ქვეყნებთან: პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან, რუმინეთთან. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ბელორუსიის სსრ, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — რსფსრ, სამხრეთ-დასავლეთით - მოლდავეთის სსრ; სამხრეთით აკრავს შავი და აზოვის ზღვები. უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ფართობის მიხედვით III (რსფსრ და ყაზახეთის სსრ შემდეგ) და მოსახლეობის მიხედვით II (რსფსრ შემდეგ) ადგილი ეჭირა მოკავშირე რესპუბლიკათა შორის. ფართობი 603,7 ათ. კმ², მოსახლეობა 50,5 მლნ. კაცი (1983 მონაცემებით). დედაქალაქი — კიევი. რესპუბლიკაში 25 ოლქი, 479 რაიონი, 417 ქალაქი და 908 დაბა იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.