წყალწითელა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
წყალწითელა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს რაჭის ქედზე მდებარე მთა ნაქერალას კალთებზე, ზღვის დონიდან 1080 მ სიმაღლეზე. ერთვის მარჯვნიდან მდინარე ყვირილას. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 221 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე ჭალა. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი რიონთან 7,56 მ³/წმ. ქვემო დინებაში ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წყალწითელა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები წყალწითელა, ქვეყანა ...
წყალწითელა | |
---|---|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
რაჭის ქედი 42°23′19″ ჩ. გ. 42°56′53″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ნაქერალას მთა |
სათავის სიმაღლე | 1080 მ |
შესართავი |
ყვირილა 42°10′47″ ჩ. გ. 42°44′41″ ა. გ. |
სიგრძე | 49 კმ |
აუზის ფართობი | 221 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,56 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
წყალწითელა ვიკისაწყობში |
დახურვა