ძველი გერმანელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი გერმანელები — საერთო, ზოგადი სახელი ყველა იმ ბარბაროსი ტომისა, რომლებიც ცხოვრობდნენ რომის იმპერიის საზღვრებთან ან უფრო შორს, რაინის შესართავიდან ბალტიისპირეთამდე. ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. ძველი გერმანელების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და საქონლის მწყემსვა იყო. მათში ჯერ კიდევ გვაროვნულ-თემური წყობილება ბატონობდა. ძველ გერმანელებში ტომის საქმეებს სახალხო კრება ან ტომის უხუცესები წყვეტდნენ. თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი ადათ-წესები, ჰყავდა მფარველი ღვთაებები, ჰქონდა თავისებური, ბარბაროსული სამართალი. ძველი გერმანელები, განსაკუთრებით, იმპერიის საზღვრების სიახლოვეს მცხოვრებნი, ბევრ რამეს ითვისებდნენ რომაელებისაგან. ამასთან, ვერ ეგუებოდნენ რომაელთა გაბატონებას. დროდადრო რომაელებთან ბრძოლისთვის ტომთა კავშირები ყალიბდებოდა.
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
ანტიკური დრო | |||
ძველი გერმანელები | |||
მიგრაციის პერიოდი | |||
ფრანკთა სახელმწიფო | |||
შუა საუკუნეები | |||
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო | |||
საღვთო რომის იმპერია | |||
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა | |||
რაინის კავშირი | |||
გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის რევოლუცია 1848/49 | |||
ჩრდილო გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის გაერთიანება (1871) | |||
გერმანიის რაიხი | |||
გერმანიის იმპერია | |||
პირველი მსოფლიო ომი | |||
ვაიმარის რესპუბლიკა | |||
მესამე რაიხი | |||
მეორე მსოფლიო ომი | |||
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ | |||
ოკუპაცია | |||
დას. გერმანია + აღმ. გერმანია | |||
გერმანიის გაერთიანება (1990) | |||
თანამედროვეობა | |||
გერმანია |
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთ-ერთი ტომის ბელადის, არმინიუსის მეთაურობით აუჯანყდნენ რომაელებს, დაამარცხეს და განდევნეს ისინი თავიანთი სამშობლოდან. ამის შემდეგ, რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო.