From Wikipedia, the free encyclopedia
არმინიუსი (ლათ. Arminius; დ. დაახლ. ძვ. წ. 17 — გ. დაახლ. ახ. წ. 21) — ძველი გერმანული ხერუსკების ტომის მეთაური, რომელმაც ახ. წ. 9 წელს ტევტობურგის ტყეში ბრძოლისას სამი რომაული ლეგიონის განადგურებით რომის იმპერიას უდიდესი ზარალი მიაყენა. ანტიკური წყაროები არმინიუსის ბიოგრაფიიდან მხოლოდ მცირე რაოდენობით ცნობებს იძლევიან. ტაციტუსი არმინიუსს „გერმანიის განმათავისუფლებელს“ უწოდებს, რასაც ეფუძნება ხერუსკების მეთაურის პოსტანტიკური სურათი. არმინიუსი უფრო ხშირად მხატვრული შემოქმედების ობიექტია. მან დასაბამი მისცა არაერთი გერმანული ნაციონალური მითის თუ სიმბოლური ფიგურის ჩამოყალიბებას. 1945 წლიდან მოყოლებული გერმანულენოვანი კვლევები არმინიუსს სხვადასხვანაირად აფასებენ. მისი გერმანული სახელი უცნობია, რის გამოც ხშირად ხდება სპეკულაცია და პარალელების გავლება ზიგფრიდთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.