ჩხერი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩხერი (ჩხერე[1]) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3565 მ სიმაღლეზე. სიგრძე 10 კმ, აუზის ფართობი 33 კმ². საზრდოობს მყინვარის, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულშია, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1 მ³/წმ.[2]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხერი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ჩხერი, სხვა სახელი ...
ჩხერი | |
---|---|
მდინარე ჩხერის ხედი გერგეტის სამების ეკლესიიდან | |
სხვა სახელი | ჩხერე |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
მყინვარწვერის მასივი 42°40′02″ ჩ. გ. 44°32′31″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3565 მ |
შესართავი |
თერგი 42°39′53″ ჩ. გ. 44°38′37″ ა. გ. |
სიგრძე | 10 კმ |
აუზის ფართობი | 33 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,0 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩხერი ვიკისაწყობში |
დახურვა