ჩანგ-გიეონგ-გუნგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩანგ-გიეონგის სასახლე — სასახლე, რომელიც მდებარეობს სეულში, სამხრეთ კორეაში.
სასახლე აგებულია შუა XV საუკუნეში მეფე სეჯონგის ბრძანებით, რომელმაც ეს სასახლე მამამისს მეფე თეჯონგს აუშენა. თავდაპირველად მისი სახელი იყო „სუგანგ-გუნგი“, მაგრამ ის 1483 წელს განაახლა და გააფართოვა მეფე სეონგჯონგმა, რომლის შედეგად სასახლემ მიიღო ამჟამინდელი სახელწოდება. ბევრი ნაგებობა განადგურდა XVI საუკუნეში, როდესაც იაპონია მრავალჯერ შეეცადა დაეპყრო კორეა და შეჭრილიყო ჩინეთში. ის ბევრჯერ აღადგინეს ჩოსონის დინასტიის მეფეებმა, მაგრამ XX საუკუნეში კვლავ მნიშვნელოვნად დაანგრია იაპონიამ, ამ დროს კი მეთოდურად მოხდა დანგრევა, იმისათვის, რომ ადგილი გაენთავისუფლებინათ თანამედროვე პარკისთვის, ღირსშესანიშნავი ადგილისთვის იმპერიაში, რომელიც იქნებოდა გაგრძელება ტოკიოს უენო პარკის.
იაპონიის კოლონიური პერიოდის დროს, იაპონიამ ააშენა ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი და მუზეუმი ტერიტორიაზე. 1945 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების, არეულობის და 1950-1953 წლის კორეის ომის ნგრევის შემდეგ, მდიდარი კორეელების და უცხოური ზოოპარკების შემოწირულობებით ეს ზოოპარკი შეავსეს.[1] 1983 წელს ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი გადაიტანეს იქ, სადაც დღესდღეობით სეულ ლენდი მდებარეობს.