ჯოსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოსონის[1] სამეფო (კორ. 대조선국 სიტყვასიტყვით „დიდი ჯოსონის სახელმწიფო“, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოსეონი ან ჩოსუნი) — კორეის სამეფო, რომლის დამაარსებელია ი სონგე, მისი არსებობა დაახლოებით ხუთი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა, 1392 წლის ივლისიდან 1897 წლის ოქტომბრამდდე. მას კორეის იმპერია ოფიციალურად 1897 წელს ეწოდა.[2] იგი დაარსდა კორეს დამხობის შემდეგ, რომელიც დღესდღეობით კესონგის დედაქალაქია. დასაწყისში კორეა გადაკეთდა და დედაქალაქი გადატანილ იქნა დღევანდელ სეულში. სამეფოს ჩრდილოეთ საზღვრები გაფართოვდა ბუნებრივ საზღვრებზე იალუსა და თუემნის მდინარეებზე, რომელიც ჯურჩენის დაქვემდებარების ქვეშ იყო. ჯოსონის დინასტია იყო უკანასკნელი დინასტია კორეაში, ამავე დროს ყველაზე ხანგრძლივი კონფუციანური დინასტია.
მმართველობის პერიოდში ჯოსონის დინასტიამ ხელი შეუწყო ჩინური კონფუციანიზმის იდეალებისა და სწავლების დანერგვასა და განმტკიცებას კორეის საზოგადოებაში. ნეო-კონფუციანიზმი დამტკიცდა, როგორც დინასტიის ახალი სახელმწიფო იდეოლოგია. შესაბამისად ბუდიზმი ზნედაცემული და იშვიათად დამკვიდრებული რელიგია იყო და ხშირად იდევნებოდა დინასტიის მიერ. ჯოსონმა დაამტკიცა მისი ეფექტიანი მმართველობა, მან შეძლო კორეის ტრადიციული კულტურის, პროფესიული საქმიანობის, მეცნიერების, ლიტრატურისა და ტექნოლოგიის ახალი განვითარებისა და სიმაღლეების ჩვენება. მიუხედავად ამისა დინასტია დასუსტდა გვიან XVI და ადრე XVII საუკუნეებში, კორეაში იაპონიის შემოსევების დროს (1592–1598), ასევე პირველი და მეორე მანჯურიის შემოსევების დროს 1636 წელს, როდესაც თითქმის შეარღვია კორეის ნახევარკუნძულის საზღვრები, რომელიც უფრო და უფრო აახლოებდა იზოლაციონისტურ პოლიტიკასთან, რის გამოც ქვეყანა ცნობილი გახდა, როგორც „განცალკევებული სამეფო“. მანჯურიის შემოსევების შემდეგ, ჯოსონის დინასტიაში დაახლოებით 200 წლიანმა მშვიდობამ დაისადგურა.
მიუხედავად სამეფოს სიძლიერისა, რომელიც იზოლაციის მიუხედავად მაინც შემორჩა, მაან ისევ დაიწყო, XVIII საუკუნეში კი დასასრულს მიუახლოვდა, შიდა დაპირისპირებების, ძალაუფლებისთვის ბრძოლის, საერთაშორისო ზეწოლისა და სამეფოში აჯანყებების გამო. საბოლოოდ კი XIX საუკუნეში ჯოსონის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
ჯოსონის დინასტიამ ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა თანამედროვე კორეას. თანამედროვე კორეის კულტურის, ეტიკეტის ნორმების უმეტესობა, ასევე სოციალური დამოკიდებულება საზოგადო პრობლემბზე, თანამედროვე კორეული ენა და დიალექტი სწორედ ჯოსონის კულტურიდან და ტრადიციებიდან მოდის.