From Wikipedia, the free encyclopedia
ყარღანი[2] (ლათ. Nitrosalsola dendroides) — ნახევრად ბუჩქი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 75–150 სმ-ია. აქვს სქელი და მოკლე ღერო; გრძელი, ზედა მხარეს მიმართული, მორუხო-მწვანე ფერის ტოტები, რომლებიც ხშირი შებუსვითაა წარმოდგენილი. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, სიგრძეში 2–5 მმ-ია, ხაზური, ხორცოვანი, ბლაგვი, ძირთან ოდნავ გაგანიერებული, გვიან სცვივა, მფარავი (თანაყვავილის) ფოთლები კვერცხისებრ-სამკუთხოვანი და კილისებრია. ყვავილები მრავალრიცხოვანია, მარტოული, შეკრებილია ხშირ, ფართო, საგველიან ყვავილედში. გავრცელებულია რუსეთის ევროპულ ნაწილში, კავკასიაში, შუა აზიაში, ირანში და სხვ. იყენებენ საპნის დასამზადებლად საჭირო კუსტარული პოტაშის მისაღებად, სათაიგულე მასალად; ზამთარში აქლემისა და ცხვრის საკვებადაც გამოიყენება.[3]
ყარღანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Nitrosalsola dendroides (Pall.) Theodorova, 2015[1] | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.