From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაბაღის ქედი, არცახის ქედი (აზერ. Qarabağ silsiləsi; სომხ. Արցախի լեռնաշղթա) — ქედი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, მცირე კავკასიონზე. გადაჭიმულია მდინარე ტერტერიდან არაქსის ხეობამდე. მაქსიმალური სიმაღლე 2725 მ (მთა ბოიუქ-ქირსი). უმთავრესად აგებულია დანალექი და ვულკანოგენური ქანებით, მათ შორის: ფიქლებით, მერგელებითა და მაგმური ქანებით.[1] ყარაბაღის მთიანეთიდან გამოყოფილია მდინარე ჰაქერის ხეობით, რომელიც მიედინება ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე.[2] ყარაბაღის ქედის კალთები შემოსილია მუხისა და რცხილის ტყით. ზედა ნაწილი ბალახოვანია.
ყარაბაღის ქედი | |
---|---|
ყარაბაღის ქედი | |
კოორდინატები: 39°42′00″ ჩ. გ. 46°44′30″ ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი აზერბაიჯანი |
უმაღლესი წერტილი | ბოიუქ-ქირსი |
სიმაღლე | 2725 მ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.