From Wikipedia, the free encyclopedia
ღმერთის ქალაქი (პორტ. Cidade de Deus) — ფერნანდუ მეირელისის 2002 წლის კრიმინალური დრამა. ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს უბან ღმერთის ქალაქში მოხდა. ფილმი ოთხ ოსკარზე იყო ნომინირებული. ფილმმა მიიღო BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის
„ღმერთის ქალაქი“ | |
---|---|
ჟანრი | კრიმინალური დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ფერნანდუ მეირელისი |
პროდიუსერი | ვალტერ სალესი |
სცენარის ავტორი | ბრაული მანტოვანი |
ნაწარმოები | პაულო ლინსის „ღმერთის ქალაქი“ |
როლებში |
ალექსანდრე როდრიგესი ალის ბრაგა |
მუსიკა | ანტონიო პინტო |
ოპერატორი | სეზარ შარლონე |
მონტაჟი | დენიელ რეზენდე |
სტუდია |
O2 Filmes Globo Filmes StudioCanal Wild Bunch |
დისტრიბუტორი |
Miramax Films (US) Buena Vista International |
გამოსვლის თარიღი | 18 მაისი, 2002 |
ხანგრძლივობა | 130 წთ. |
ქვეყანა | ბრაზილია |
ენა | პორტუგალიური |
ბიუჯეტი | 8,5 მლნ ბრაზილიური რეალი |
შემოსავალი | $ 30 641 770 |
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში რიოს უბან ღმერთის ქალაქში იზრდება 8 წლის რაკეტა, რომელიც ფოტოგრაფობაზე ოცნებობს და მისი თანატოლი ზე. ზე უფროს ბიჭებთან ერთად მონაწილეობას იღებს შეიარაღებულ ძარცვაში და ჩაიდენს მკვლელობას. 70-იან წლებში ზე უკვე ჩამოყალიბებული ბანდიტია. ის აცნობიერებს, რომ ნამდვილი ძალაუფლება არა ბანდის მეთაურობაში, არამედ ნარკოვაჭრობაშია. ის ანადგურებს სხვა ნარკომოვაჭრეებს და მათ ადგილს იკავებს. ის რიოს ყველაზე მსხვილი ბარიგა ხდება. ბიჭი მეტსახელად „ლამაზმანი“, გადაწყვეტს შური იძიოს ზეზე, რადგან ამ უკანასკნელმა მისი შეყვარებული გააუპატიურა. უბანში ორ დაჯგუფებას შორის ომი ჩაღდება. რაკეტა კი ცდილობს გადაიღოს კარგი ფოტოები, რათა გაზეთის ფოტორეპორტიორი გახდეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.