![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/17/Storm_the_polecat.jpg/640px-Storm_the_polecat.jpg&w=640&q=50)
ქრცვინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქრცვინი (ლათ. Putorius) — მტაცებელი ძუძუმწოვრების ქვერიგი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 38-51 სმ, მასა 0.7-1.4 კგ. აქვთ მოგრძო, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ბლაგვი დინგი, პატარა ყურები, რბილი ბეწვი. აერთიანებს 3 სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ტაიგის სამხრეთ საზღვრამდე, შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირიში. ბინადრობენ ტყეში (შავი ქრცვინი), ტყე-ველში, ველებსა და ნახევარუდაბნოებში (ველის ქრცვინი და ამერიკული ქრცვინი). სახლდებიან ტყეკაფში, ბუჩქებში, გაშლილ ადგილებში, შავი ქრცვინი — ადამიანის სამოსახლოებში. იკვებებიან წვრილი ცხოველებით. აქვთ ძვირფასი ბეწვი. შავი ქრცვინის ალბინოსური ფორმა მოშინაურებულია, იყენებენ მავნე მღრღნელებთან საბრძოლველად.
![]() |
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ცქვრინი. |
სწრაფი ფაქტები ქრცვინი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ქრცვინი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() შავფეხება ქრცვინი | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Putorius | |||||||||||
დახურვა