From Wikipedia, the free encyclopedia
მტაცებლები (ლათ. Carnivora: carō „ხორცი“, + vorāre „მჭამელი“) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-დან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. კბილები (28-48) მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. უმრავლესობის ზედა მე-4 წინა ძირითადი და 1-ლი ქვედა ძირითადი კბილები გარდაქმნილია მკვეთავ კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი (დათვებსა და ძაღლებს 5-5), ბრჭყალები ჩამალული ან ნახევრად ჩამალულია; ლავიწი არ გააჩნიათ ან რუდიმენტულია; კუჭი მარტივია და ჯირკვლებით მდიდარი; საშვილოსნო ორმაგი ან ორრქიანი, პლაცენტა — დისკოიდური; სათესლეები სპეციალურ პარკშია მოთავსებული. მტაცებლების ანალური ჯირკვლები გამოყოფენ მძაფრსუნიან ნივთიერებას, რომელიც ემსახურება ტერიტორიულ მონიშვნას, ზოგჯერ მტრისაგან თავდაცვას (მაგ., მყრალა). გავრცელებული არიან ყველგან, ანტარქტიდისა და ზოგიერთი პატარა ოკეანური კუნძულის გარდა. უმეტესობა ხმელეთის ცხოველია. მრავალი მათგანი კარგად დაცოცავს ხეზე, ზოგი კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებებიან ხორცით, მათ შორის არიან ყოვლისმჭამელები, ლეშითმკვებავნი და სხვები. მსხვერპლს თავს ესხმიან ჩასაფრებით, მიპარვით, დადევნებით. უმრავლესობა მონოგამია.
მტაცებლები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მტაცებელი ცხოველები | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Carnivora | ||||||||||||
ქვერიგები და ოჯახები | ||||||||||||
იხილეთ ტქსტი | ||||||||||||
|
მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს (ძაღლისებრნი, დათვისებრნი, ენოტისებრნი, კვერნისებრნი, ვივერისებრნი, აფთრისებრნი, კატისებრნი), დაახლოებით 100 გვარს, 240 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა. ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრღნელებს; ზოგიერთი ზიანს აყენებს მცეხოველეობას, სანადირო, მეურნეობას. არიან ცოფის ვირუსის მატარებლებიც (მგელი, ტურა, ენოტისებრი ძაღლი).
მტაცებლები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.