From Wikipedia, the free encyclopedia
ქიქინეთი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, წახანის თემში.[2] მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1460 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 23 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 177 ადამიანი.[3] საბჭოთა პერიოდში შედიოდა ვარხანის სასოფლო საბჭოში.
სოფელი | |
---|---|
ქიქინეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | წახანი |
კოორდინატები | 41°42′13″ ჩ. გ. 42°53′46″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1460 მ |
მოსახლეობა | 151[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,0 % სომხები 1,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 151 ადამიანი.
სოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, XVI საუკუნის „თამარის ციხე“, შუა საუკუნეების თუთაჯვარის და ჭიხელის ეკლესიების ნანგრევები, XIX საუკუნის მეჩეთი. მეჩეთი აშენებულია ჯაყელების მიერ. 1944 წელს მუსლიმების დეპორტაციის შემდეგ, მეჩეთი გამოიყენებოდა სოფლის კლუბად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.