ქვესტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქვესტი (ინგლ. Quest) — როლურ ვიდეო თამაშებში, მათ შორის MMORPG-სა და MUD-ში — დავალება, რომლის წარმატებულად შესრულების შემდეგ სათამაშო პერსონაჟს ან ჯგუფს გადაეცემა ჯილდო. [1][2]
ჯილდო შეიძლება იყოს გამოცდილების ქულები, სხვადასხვა უნარ-ჩვევი, ნადავლი ან განძი, ახალ ლოკაციებთან წვდომა და სხვა.
როგორც წესი, ქვესტი მოიცავს 4 კატეგორიდან ერთ-ერთს: რაიმე არსების განადგურებას, შეგროვებას, საგნების მიწოდებას ან პერსონაჟისთვის კომპანიონობის გაწევას. ქვესტი, ასევე შეიძლება იყოს ერთი მასშტაბური დავალება, მაგალითად, რაიმეს მოძიება და დანიშნულების ადგილამდე მიტანა.
პრაქტიკულად ყველა როლურ თამაშში ქვესტი გვერდით მოვლენას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დაკავშირებული ძირითად სიუჟეტურ ხაზთან და არ ახდენს შესამჩნევ გავლენას მასზე.[3]