From Wikipedia, the free encyclopedia
გამოცდილების ქულები (აბრ. XP — „იქს-პი“) — სამაგიდო როლურ თამაშებსა და როლურ ვიდეო თამაშებში — ჯილდო, წარმოდგენილი ციფრული სახით, რომელიც ეძლევა მოთამაშეს ამა თუ იმ ქვესტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ხშირად — მტრის განადგურებისთვის. გამოცდილების ქულების დაგროვებით, მოთამაშე იმატებს დონეებს[1][2] (ინგლ. Level).
უმეტეს როლურ თამაშებში, დასაწყისში პერსონაჟი არის სუსტი და გამოუცდელი. როდესაც დაეუფლება საკმარისი რაოდენობის ქულას, ის იმატებს დონეებს და აღწევს პერსონაჟის განვითარების შემდეგ ეტაპს. ეს მოვლენა, როგორც წესი, ზრდის პერსონაჟის სტატისტიკას, მაგალითად, სიცოცხლის მაქსიმალურ რაოდენობას, მაგიას და ძალას, აგრეთვე საშუალებას აძლევს შეიძინოს სხვადასხვა შესაძლებლობები ან გააუმჯობესოს უკვე არსებული. დონეების ამატებით, პერსონაჟს აქვს წვდომა ახალ ტერიტორიებთან და საგნებთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.