![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d4/Patkanov_KP.jpg/640px-Patkanov_KP.jpg&w=640&q=50)
ქერობე პატკანოვი
სომეხი აღმოსავლეთმცოდნე / From Wikipedia, the free encyclopedia
ქერობე პეტროსის ძე პატკანოვი (რუს. Керопэ́ Петро́вич Патка́нов; სომხ. Քերովբե Պատկանյան, ქერობე პატკანიანი) (დ. 16 მაისი [ძვ. სტ. 4 მაისი], 1833, დონის ნახიჩევანი — გ. 14 აპრილი [ძვ. სტ. 2 აპრილი] 1889, პეტერბურგი) — სომეხი აღმოსავლეთმცოდნე, სომხეთის ისტორიული წყაროებისა და ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი. პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი 1871 წლიდან. 1885 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ქერობე პატკანოვი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 4 (16) მაისი, 1833 |
დაბ. ადგილი | დონის ნახიჩევანი, ნოვოროსიის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 2 (14) აპრილი, 1889 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
დასაფლავებულია | სმოლენსკის სომხური სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | არმენოლოგი, მწერალი, ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე |
მუშაობის ადგილი | ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი, დერპტის უნივერსიტეტი და მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | doctor |
შვილ(ებ)ი | Q27925969? |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი |
პატკანოვი ავტორია შრომებისა, მ.შ. პუბლიკაციებისა: „ქრონოლოგიური ისტორია, შედგენილია მამა მხითარის, აირივანელი ვარდაპეტის მიერ“ (1869), მალაქია ბერის (გრიგორ აკნერცის): „მონღოლთა ისტორია“ (1871), და „მონღოლთა ისტორია სომხური წყაროების მიხედვით“ (გამოც. I–II, 1873-1874) და სხვ.
ქერობე პატკანოვი იკვლევდა „ქართლის ცხოვრებასთან“ დაკავშირებულ საკითხებს. მისი აზრით, „ქართლის ცხოვრება“ მეტადრე მისი პირველი ნაწილი, უმნიშვნელო ძეგლია. დაწერილია არა უადრეს XI საუკუნისა ვინმე სომეხი ბერის მიერ. „ქართლის ცხოვრების“ პატკანოვისეულმა შეფასებამ ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძის და სხვათა გულისწყრომა გამოიწვია.