From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია (რუს. Российская академия наук, РАН) — რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამეცნიერო ორგანიზაცია, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების დარგებში ფუნდამენტური კვლევების წამყვანი ცენტრი ქვეყანაში. დაარსდა როგორც პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია 1724 წელს, იმპერატორ პეტრე I-ის გადაწყვეტილებით. დაარსებიდანვე ის იყო არაკომერციული სახელმწიფო დაწესებულება, განსხვავებით დასავლეთევროპული მოდელებისგან. 1747 წლიდან მეცნიერებათა და მხატვრობათა საიმპერატორო აკადემიად გადაკეთდა. დღევანდელი სახელი 1917 წელს მიიღო, ხოლო საბჭოთა ხანაში (1924-1991 წწ.) სსრკ მეცნიერებათა აკადემია ეწოდებოდა.
რუსული სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიების სისტემის რეორგანიზაციის ფარგლებში 2013 წლის სექტემბერს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას შეუერთეს ორი სხვა სახელმწიფო აკადემია — რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემია და რუსეთის სოფლის სამეურნეო მეცნიერებათა აკადემია.[1] მათთან ერთად, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას ჰყავს 1900 ცოცხალი რუსი წევრი (აპრილი 2024). მათ შორის 819 აკადემიკოსი, 1081 წევრი-კორესპონდენტი და ასევე ~440 უცხოელი წევრი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.