ქალი საოცრება (2017 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„ქალი საოცრება“ (ინგლ. Wonder Woman) — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი. მასში მოთხრობილია კომპანია DC Comics-ის კომიქსების პერსონაჟის, ქალი საოცრების ისტორია. ფილმი ეკუთვნის DC-ის გაფართოებული სამყაროს (DCEU) ფილმების სერიას. მისი რეჟისორია პეტი ჯენკინზი, ხოლო მთავარი გმირის, ქალი საოცრების როლს ასრულებს მსახიობი გალ გადოტი. ფილმის ვიზუალური ეფექტების ზედამხედველად მუშაობდა ბილ უესტენჰოფერი. ფილმი 2017 წლის 2 ივნისს გამოვიდა, 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში. ისტორია ვითარდება პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ამაზონების დედოფლის ასული დიანა / ქალი საოცრება (ზევსის შვილი) უპირისპირდება ასევე ზევსის შვილ ომის ღმერთ არესს, რომელმაც მსოფლიო ომი დაიწყო.
„ქალი საოცრება“ | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | სუპერგმირული ფილმი |
რეჟისორი | პეტი ჯენკინზი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | ალან ჰაინბერგი |
ეფუძნება |
ქალი საოცრება — უილიამ მულტონ მერსტონი |
ისტორია |
|
როლებში |
გალ გადოტი ქრის ფაინი რობინ რაიტი |
მუსიკა | რუპერტ გრეგსონ-უილიამსი[1] |
ოპერატორი | მეთიუ იენსენი |
მონტაჟი | მარტინ უოლში |
სტუდია |
|
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 141 წთ.[2][3] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 149 მილიონი აშშ დოლარი[4] |
შემოსავალი | 821.6 მილიონი აშშ დოლარი[4] |
2020 წლის 25 დეკემბერს გამოვიდა ფილმის მეორე ნაწილი, „ქალი საოცრება 1984“.