From Wikipedia, the free encyclopedia
გალ გადოტ-ვარსანო[2] (ებრ. גל גדות;[3], დ. 30 აპრილი, 1985)[4] — ებრაელი მსახიობი და მოდელი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც DC-ის გაფართოებულ სამყაროში ქალი საოცრების როლის შემსრულებელი. ამ პერსონაჟის განსახიერება მან დაიწყო 2016 წელს, ფილმში „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“. 2017 წელს გამოვიდა ფილმი „ქალი საოცრება“, ხოლო შემდეგი იქნა „სამართლიანობის ლიგა“.[5][6] მან აგრეთვე შეასრულა ჟიზელ იაშარის როლი ფილმების სერიაში „ფორსაჟი“.
გალ გადოტი | |
---|---|
გადოტი 2016 წელს, San Diego Comic-Con-ზე | |
დაბადების თარიღი |
30 აპრილი, 1985 პეტა ტიკვა, ისრაელი[1] |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2004–დღემდე |
მეუღლე(ები) | იარონ ვარსანო (იქ. 2008) |
შვილ(ებ)ი | 2 |
საიტი | galgadot.com |
გადოტი დაიბადა და გაიზარდა ისრაელში. 18 წლის ასაკში მან მისს ისრაელის წოდება მიიღო. შემდგომში ისრაელის სამხედრო ძალებში გაიარა წვრთნები. სამოდელო და მსახიობის კარიერების დაწყებამდე სწავლობდა ჰერცლიის დისციპლინათშორის ცენტრში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.