![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
ფხუტრერი
სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ფხუტრერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ეცერის თემში (სოფლები: ბარში, გვალდერი, ისკარი, კალაში, ლადრერი, ლანტელი, ლაშხრერი, უსგვირი, უღვალი, ფხუტრერი, ქურაში, ცალანარი, ჭელირი, ჰებუდი).[2] მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ., მესტიიდან 27 კმ., ისკარიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ფხუტრერი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ეცერი |
კოორდინატები | 43°02′42″ ჩ. გ. 42°30′47″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1040 მ |
მოსახლეობა | 30[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
სოფლის ახლოს დგას X საუკუნის ქართული არქიტექტურის ძეგლი მთავარანგელოზის ეკლესია. ნაშენია თლილი ქვით. სამი მხრიდან გარშემოსასვლელი აკრავს. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ეკლესია შიგნით მთლიანად მოხატული იყო. აქვს ურთხელის ხის მოხარატებული კარი, რომელსაც ამკობს წმინდადენის 6 ფიგურა და ჩუქურთმები.