From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანკფურტის სკოლა — ნეომარქსისტული ფილოსოფიური სკოლა, თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების კრიტიკული თეორია. ტერმინი „ფრანკფურტის სკოლა“ წარმოადგენს კრებით სახელს, რომელიც გამოიყენება გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ინსტიტუტის თეორეტიკოსებისთვის.[1]
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ინსტიტუტი დაარსდა 1923 წელს და აწარმოებდა მარქსისტულ კვლევებს. ინსტიტუტის პირველმა დირექტორმა კარლ გრუნბერგმა, რომელიც ავსტრომარქსიზმის მიმდევარი იყო, ინსტიტუტში სამუშაოდ მოიწვია კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული ხედვების მქონე ახალგაზრდები და მათთან ერთად დააარსა „სოციალიზმის ისტორიის და მუშათა მოძრაობის არქივი“. ინსტიტუტმა მჭიდრო კავშირი დაამყარა მოსკოვის მარქს-ენგელსის ინსტიტუტთან. 1931 წელს ინსტიტუტის დირექტორი გახდა მაქს ჰორხაიმერი, რომელმაც მიზნად დაისახა „სოციალური ფილოსოფიის“ შექმნა.
ინსტიტუტი ძირითად საკვლევ საგნად იყენებდა კაპიტალისტურ, ფაშისტურ და კომუნისტურ სოციალურ წყობებს. მისი თეორეტიკოსების აზრით მაშინ არსებული სოციალური თეორია ადეკვატურ პასუხს ვერ სცემდა მოძლიერებულ რეაქციონისტულ პოლიტიკას. აკრიტიკებდა რა ორივეს, კაპიტალიზმსა და მარქსიზმ-ლენინიზმს, როგორც ფილოსოფიურად მოუქნელ სოციალურ წყობებს, სკოლა კრიტიკული თეორიული კვლევით მივიდა აღმოჩენამდე, რომ საჭირო იყო ამ ორის ალტერნატიული გზა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერის ან საზოგადოების სოციალური ცვლილებებისთვის, ზრდისთვის.
1931 წელს ინსტიტუტის არქივი ნიდერლანდებში გადაიტანეს, ასევე დაარსდა ფილიალი ჟენევაში. გერმანიის ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შემდეგ „ფრანკფურტის სკოლამ“ დატოვა გერმანია და 1934 წელს უკვე პარიზიდან ნიუ-იორკში გადავიდა. ინსტიტუტი კოლუმბიის უნივერსიტეტში გადაიტანეს. მარქსისა და ენგელსის არქივი საბჭოთა კავშირს გადაეცა.
სკოლა დაეფუძნა ფროიდიანულ, მარქსისტულ და ჰეგელიანურ ხედვებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათი მისადაგება მე-20 საუკუნის მოვლენებთან გაჭირდა, მათ ასევე დაურთეს ანტიპოზიტივისტური სოციოლოგიის, ფსიქოანალიზის და ეგზისტენციალიზმის გამოყენებადი მეთოდები. ასევე იყენებდნენ იმანუელ კანტის, მაქს ვებერის, გეორგ ზიმელის და გეორგ ლუკაჩის შრომებს.
ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ბურჟუაზიული საზოგადოება გადაიქცა მონოლითურ ტოტალიტარულ სისტემად, სადაც პროლეტარიატის სისტემაში „ინტეგრაციის“ გამო რევოლუციური როლი გადადის ინტელექტუალებზე და არასისტემურ მარგინალიზებულ ჯგუფებზე. თანამედროვე საზოგადოება ტექნოკრატიულია და არსებობის მხოლოდ კულტურული ინდუსტრიისა და მასობროვი ინფორმაციის საშუალებებით მოხმარების კულტის შექმნით. ტოტალიტარიზმი არის კერძო და საჯარო არსებობას შორის საზღვრების წაშლის პრაქტიკა. კაპიტალიზმის ყველა წინააღმდეგობა დადიოდა გაუცხოების კატეგორიამდე.
ფრანკფურტის სკოლის თეორეტიკოსები არიან: ჰერბერტ მარკუზე, თეოდორ ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი, ვალტერ ბენიამინი, ერიხ ფრომი, ფრიდრიხ პოლოკი, ლეო ლოვენთალი, იურგენ ჰაბერმასი, ალფრედ შმიტი, აქსელ ჰონეტი, ზიგფრიდ კრაკაუერი, ოტო კირჩჰაიმერი და სხვები.
ფრანკფურტის სკოლამ დიდი გავლენა მოახდინა „ახალი მემარცხენეების“ იდეოლოგიის თეორიულ გაფორმებაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.