![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/WuhanSkyline.jpg/640px-WuhanSkyline.jpg&w=640&q=50)
უხანი
From Wikipedia, the free encyclopedia
უხანი (ჩინ. ტრად. 武漢, გამარტ. 武汉, ფინინი: Wǔhàn, IPA: [ù.xân]) — ქალაქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხუბეის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] წარმოადგენს ხუბეის პორვინციის ყველაზე დიდ და ჩინეთის ცენტრალური ნაწილის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს. 11 მილიონი მცხოვრებით უხანი ჩინეთის მეშვიდე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და შედის ჩინეთის ცხრა ეროვნული ცენტრალური ქალაქის სიაში.[2]
ქალაქი | |
---|---|
უხანი 武汉 | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ხუბეიხუბეი |
შიდა დაყოფა | Jiang'an District, Jianghan District, Qiaokou District, Hanyang District, Wuchang District, Qingshan District, Wuhan, Hongshan District, Dongxihu District, Hannan District, Caidian District, Jiangxia District, Huangpi District და Xinzhou District |
კოორდინატები | 30°35′14″ ჩ. გ. 114°17′17″ ა. გ. |
ქალაქის მერი | ჟუ სიანვანგი |
დაარსდა | 223 |
ფართობი | 8494,41 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 37 მ |
მოსახლეობა | 11 081 000 კაცი (2018) |
აგლომერაცია | 19 მლნ |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | +86/27 |
საფოსტო ინდექსი | 430000–430400 |
საავტომობილო კოდი |
鄂A |
ოფიციალური საიტი | wuhan.gov.cn |
გაშენებულია ძიანხანის ვაკეზე, მდინარე იანძისა და ხანშუის შეერთების ადგილას და ხშირად, ჩინეთის მთავარ სატრანსპორტო არტერიას უწოდებენ.[3][4]
უხანში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს შორის არის 1911 წლის უხანის აჯანყება, რასაც ცინის დინასტიის დამხობა და ჩინეთის რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა.[5] 1927 წელს, ცოტა ხნით უხანი ჩინეთის დედაქალაქიც იყო, როდესაც ქვეყანას მემარცხენე გომინდანის მთავრობა მართავდა ვან ძინვეის მეთაურობით.[6] მოგვიანებით, 1937 წელს, იაპონია-ჩინეთის მეორე ომის დროს, უხანი კვლავ ქვეყნის დედაქალაქი იყო ათი თვის განმავლობაში.[7][8]
დღეისათვის, უხანი წარმოადგენს ცენტრალური ჩინეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, კომერციულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს. არის უმთავრესი სატრანსპორტო კვანძი უამრავი სარკინიგზო ხაზით, ავტომაგისტრალითა და ჩქაროსნული ავტოსტრადით, რომლებითაც ის სხვა დიდი ქალაქებთან არის დაკავშირებული.[9] იმის გამო, რომ უხანი საკვანძო როლს ტამაშობს საშინაო ტრანსპორტირებაში, უცხოურ წყაროებში მას ხშირად „ჩინეთის ჩიკაგოს“ უწოდებენ.[10][11][12] უხანის ურბანულ ზონას კვეთს და ქალაქს სამ რაიონად ყოფს იანძის უდიდესი შენაკადი, „ოქროს სანაოსნო გზად“ წოდებული მდინარე ხანშუი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური ენერგიის გამომუშავების მიხედვით — სამი ხეობის კაშხალი.
ათწლეულებია, უხანი ტრადიციული დამამუშავებელი მრეწველობის ცენტრია და ამავე დროს წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ზონას, რომელიც მართავს ჩინეთის თანამედროვე ინდუსტრიულ ცვლილებებს. უხანში ფუნქციონირებს ეროვნული განვითარების სამი ზონა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ოთხი პარკი, 350-ზე მეტი კვლევით ინსტიტუტი, 1656 მაღალტექნოლოგიური საწარმო, მრავალი საწარმო ინკუბატორი, ხორციელდება Fortune Global 500-ში შესული 230 კომპანიის ინვესტიცია.[13] 2018 წელს, უხანის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 224 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ქალაქში მდებარეობს სახელმწიფო საავტომობილო მწარმოებლის, Dongfeng Motor Corporation-ის სათავო ოფისი. უხანში მოქმედებს უმაღლესი განათლების მრავალი გამორჩეული დაწესებულება, მათ შორის, უხანის უნივერსიტეტი, რომელიც 2017 წელს მესამე ადგილზე იყო ქვეყნის მასშტაბით[14] და ჰუაჟონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
ისტორიულად, უხანს სულ ჰქონდა დატბორვის რისკები,[15] რის გამოც ხელისუფლებამ სიტუაცია ეკომეგობრული შთანთქმის მექანიზმებით შეამსუბუქა.[16] 2011 წელს, უხანის სპორტულმა არენამ უმასპინძლა აზიის საკალათბურთო ჩემპიონატს, 2019 წელს კი იყო მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი.[17] 2019 წლის 18-27 ოქტომბერს უხანში ჩატარდა მე-7 მსოფლიო მილიტარისტული თამაშები.[18] 2017 წელს, იუნესკომ უხანს კრეატიული ქალაქის სტატუსი მიანიჭა დიზაინის დარგში.[19] გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიერ უხანს მინიჭებული აქვს მსოფლიოს ბეტა ქალაქის სტატუსი.
2020 წლის იანვარში, ქალაქში გამოჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, განხორციელდა უხანის იზოლაცია.[20] არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსი ქალაქის ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაიხურა.[21] იზოლაციამდე ქალაქი ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, რასაც ჩინეთის მთავრობის კრიტიკა მოჰყვა უხანის დაგვიანებული კარანტინის გამო.[22][23]