ულისე
From Wikipedia, the free encyclopedia
ულისე — ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის, რომანი. ის თავდაპირველად ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალ „The Little Review-ში“ 1918-ის მარტიდან 1920-ის დეკემბრამდე, ხოლო ბოლომდე გამოიცა „Sylvia Beach-ში“ 1922 წლის თებერვალში, პარიზში. რომანი განიხილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მოდერნისტულ ლიტერატურაში[1], მას უწოდეს „დემონსტრაცია და შეჯამება მთელი მოძრაობის“[2]. ულისეს მოყვარულნი, როგორიცაა ენტონი ბერჯესი, აღწერს წიგნს როგორც: „განუმეორებელი და ასევე შესაძლოა გიჟური“[3].
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ულისე}} |
„ულისე“ | |
---|---|
Ulysses | |
![]() 1922 წლის პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჯეიმზ ჯოისი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | მოდერნიზმი, რომანი |
გამომცემელი | Sylvia Beach |
გამოცემის თარიღი | 2 თებერვალი 1922 |
მთარგმნელი | ნიკო ყიასაშვილი, მაია ყიასაშვილი |
გვერდი | 632-დან 1000-მდე, დამოკიდებულია გამომცემელზე |
oclc | 20827511 |
წინამორბედი |
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას (1916) |
მომდევნო |
ფინეგანის სამძიმარი (1939) |
ISBN | 0-679-72276-9 |
ულისეს ქრონიკებში ნაჩვენებია საგაზეთო რეკლამების აგენტ ლეოპოლდ ბლუმის ერთი ჩვეულებრივი დღე, 16 ივნისი 1904 (დღე ჯოისის ცხოვრებაში, როცა პირველად შეხვდა მის მომავალ ცოლს, ნორა ბერნაქლს).[4] ულისე ლათინურ ენაზე ოდისევსს ნიშნავს (ჰომეროსის პოემის — ოდისეის გმირი) . რომანი დაფუძნებულია პარალელების წყებაზე, რომელებიც ამ პოემის პერსონაჟებსა და მოვლენებს შორის მყარდება. (მაგალითად: ლეოპოლდ ბლუმი — ოდისევსი, მოლი ბლუმი — პენელოპე და სპეფან დედალოსი — ტელემაქე).
ულისე შედგება დაახლოებით 265 000 სიტყვისგან და 18 ეპიზოდისგან[5]. გამოქვეყნების შემდეგ, რომანმა გამოიწვია კამათი და კრიტიკა. დაიწყო სასამართლო პროცესებიც — „ჯოისის ომები“. ჯოისმა გამოიყენა „steam-of-consciousness“ ტექნიკა, ფრთხილად ააგო სტრუქტურა და ექსპერიმენტული პროზა, რომელიც სავსეა პაროდიებითა და ილუზიებით, ასევე მდიდარია იუმორით. რომანი პრესტიჟულად ითვლება მოდერნიზმის პანთეონში. 1998 წელს „Modern Library“- მ პირველი ადგილი მიანიჭა მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის[6] ჩამონათვალში. ჯოისის ფანატები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ 16 ივნისს, როგორც ,,ბლუმსდეის".