ოდისეა
From Wikipedia, the free encyclopedia
ოდისეა (ბერძ. Ὀδύσσεια ან Odússeia) — ჰომეროსის დაწერილი 24 სიმღერისაგან შემდგარი ეპიკური პოემა, ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, რომელშიც აღწერილია ოდისევსის ხიფათიანი თავგადასავალი ტროიდან ითაკაში. „ილიადასაგან“ განსხვავებით „ოდისეა“ უხვად შეიცავს ზღაპრის ელემენტებს (ცალთვალა ციკლოპები, მოგზაურობა ჰადესში, ნავზიკაეს რომანი და სხვა).